ხავიმ "ალ სადთან" კონტრაქტი "ბარსელონაში" გადასვლის უფლების პუნქტით გააგრძელა

AutoSharing Option
მწვრთნელმა ხავიმ "ალ სადთან" ხელშეკრულება 2021 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა.

"მუნდო დეპორტივოს" ცნობით, ხავიმ კონტრაქტში სპეციალური პუნქტი შეატანინა, რომლის მიხედვით, "ბარსელონაში" სამუშაოდ გადასვლა შეუძლია.

ხავიმ "ალ სადი" გასულ წელს ჩაიბარა და ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, მომავალ წელს "ბარსას" ჩაუდგეს სათავეში. ის კატალონიური კლუბის პრეზიდენტის არჩევნების შედეგებს დაელოდება.

ტეგები:
ასევე დაგაინტერესებთ