ტოსტაო: მხოლოდ მესისა და რონალდოს ჰიბრიდი თუ შეედრება პელეს

AutoSharing Option
ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ტოსტაომ განაცხადა, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი პელეა.

"ვფიქრობ, პელე მესიზე, რონალდოსა და მარადონაზე უკეთესი ფეხბურთელია. მას ვერავინ შეედრება. ყველა ის თვისება გააჩნდა, რომელიც შეიძლება ფორვარდს ჰქონდეს. უნაკლო იყო. მარადონა შთამბეჭდავი გახლდათ, მაგრამ ფიზიკურად პელეს ჩამორჩებოდა და იმდენივე გოლი ვერ გაიტანა.

მესიც ფანტასტიკური მოთამაშეა, თუმცა თავით და ორივე ფეხით პელესავით ვერ თამაშობს. რონალდო უნიკალური კია, ოღონდ არაჩვეულებრივ გადაცემებს ვერ აკეთებს. მხოლოდ მესისა და რონალდოს ჰიბრიდი თუ შეედრება პელეს", - ციტირებს ტოსტაოს ფიფას საიტი.

მკითხველის კომენტარები / 20 /
ჟორიკო ეტყობა კლიმაქსი გჭირს თორემ გეცოდინებოდა თუ გახსოვს ყველას თამაში რომ პელე მექსიკის მსოფლიოზე საუკეთესოდ დაასახელეს.რაც შეეხება მარადონას ,მსოფლიო რო მოიგო კანიჯა საერთოდ არ იყო ნაკრებში.და რაც არ გახსოვს შეეშვი ბოდვას
dato
07 ივლისი 2020 22:43
1
ჟორა ხარ თუ ტიტიკო! პელე 70 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.4 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.და 58 წელსაც ლიდერი იყო 17 წლის ბიჭი.და პელეს დროს რომ დღევანდელი მსაჯობა ყოფილიყო 1000 კი არა 2000 გოლს გაიტანო.მაგრამ შენისთანებთან საუბარს აზრი არა აქვს.ჩვეულებრივი ერთუჯრედიანი სექტანტი ხარ
ზაზა
07 ივლისი 2020 22:40
2
ყველა დროის ყველაზე ძლიერი ფეხბურთელები: პელე, სლავა მეტრეველი და ედუარდ სტრელცოვი.
კონსტანტინე
07 ივლისი 2020 19:29
1
ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელები იყვნენ: ყიფიანი, მესხი. მარადონა, პელე არ ვიცი მე! აქეთ ეხლა ვასახელებ ლეო მესის! უნიკალური ფეხბურთელი.
კონსტანტინე, აბა და შენ ხარ რა? გიორგი დვალი
07 ივლისი 2020 20:46
2
ყველა მათგანის თამაში მინახავს. არ მინახავს, რომ პელე, რომელიმე ჩემპიონატზე გუნდის სული და გული იყო. ის კი მინახავს, რომ მარადონამ მარტომ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი, ისეთი ფეხბურთელიც არ ყავდა გუნდში (კანიჯას გარდა) ბურთი, რომ უშიშრად მიეწოდებია. პელემ 4 მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღო მონაწილეობა და არც ერთხელ არ ყოფილა ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი, ანუ კარგებს შორის ცოტა უკეთესი იყო. ათას გოლს რომ გაიძახით სისულელეა, სად სანპაულუს შტატის პირველობაზე გატანილი ბურთი და სად ჩემპიონთა ლიგაზე. ისიც ხომ მართალია, რომ მაშინ თავდამსხმელი ასეთი შეზღუდული არ იყო. დღეს პელეს დარი ფეხბურთელი მსოფლიოსი კი არა, თავისი კლუბის ლიდერიც ვერ იქნება.
ჟორა გაბრიჭიძე
07 ივლისი 2020 18:31
5
მეგობრებო, პელე თუ მარადონა , რონალდუ თუ მესი? ეს ის კითხვებია რომლებიც ხშირად ისმის. მთავარი ის არის რომ იყო პელეს ეპოქა, მარადონას ეპოქა და ეხლა მესის ეპოქაა. არ შეიძლება რომელიმეზე თქვა, რომ ერთ მეორეზე უფრო დიდი ფეხბურთელია. ძველად სხვანაირად ვარჯიშობდნენ, თამაშობდნენ , ეხლა საერთოდ სხვანაირად თამაშობენ და ძალისმიერი ფეხბურთია. ადრე მარადონას შეეძლო მარტო მოეგო სკუდეტო , მაგრამ ამ ეპოქაში 3 მარადონა ერთ გუნდში რომ ათამაშო ჩემპიონი ვერ გახდება, იმიტომ რომ ტოტალური ფეხბურთია, ყველას ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს გუნდში. პელეზეც იგივე შემიძლია ვთქვა, რადგან საუკეთესო ფეხბურთელებთან უწევდა თამაში და მსოფლიოში ყველა დროის საუკეთესო გუნდში ირიცხოდა. დღეს მესის ეპოქაა .... ამიტომ, წამოუდგენელია მათი შედარება. სამივე თავის ეპოქაში საუკეთესოა, დაბერტყილი ნიჭით.. . სამივე თავისი დროის საუკეთესო ფეხბურთელია....
mika
07 ივლისი 2020 18:05
2
მარადონა ყოველთვის მეჯავრებოდა. არ დაიშვა მაგის ფეხბურთელობა. მე ნუ მადრით მაგ კარლიკას.
პელე
07 ივლისი 2020 15:43
0
სწორედ ძველად იყო ნამდვილი ფეხბურთი,ტალანტებით სავსე.ახლა თუ ცოტა მაგარი გამოჩნდა ჩასაფრებულია ბარსა და ყიდულობს.მერე ამბობენ მესიმ რამდენი გაიტანაო.გადავიდეს ნაპოლის დონის გუნდში როგორც მარადონა,მოაგებინოს იტალიის ჩემპიონობა და ჩ.ლ. და მერე შეედაროს მარადონას ან მოიგოს ორჯერ მსოფლიო, ფინალში ულამაზესი ბურთები გაიტანოს და მერე შეადარეთ მეფეს.არ დამიწყოთ ექვსი ოქროს ბურთი აქვსო რომლების ნახევარიც ნაყიდი აქვს.შარშან ჩ.ლ-აზე და კოპა ამერიკაზე ჩაისვარა და ოქროს ბურთი ლეგანესების მოგებისთვის მისცეს?
ტვინი ნუ წაიღეთ
07 ივლისი 2020 14:15
6
ჰეი მისმინე კარგად, მესი, რომ საუკეთესოა არ უნდა ამას ბაზარი! შენ მოგწონს არ მოგწონს ფაქტია, რომ 6-გზის ოქროს ბურთი და ამდენივე ოქროს ბუცი უდიდესი შრომის, ნიჭის და არა ამქვეყნიური ტალანტის შედეგია! საუკეთესო ტიტულებზე აღარაფერს ვიძახით. ისე ჩვენში დარჩეს და არ მოგბეზრდა ლეგანესების, კოპა ამერიკების და მს.ჩ.-ატებზე ბაზრობა? აქ უკვე მაგრად გცინებთ. შენი აზრით მაშინ კრისტინკამაც იყიდა ბურთები?
ვახო
07 ივლისი 2020 20:41
3
როცა ძველ ფეხბურთს ახალს ადარებთ, რატომ არ ახსენებთ, მსაჯობას და წესებს? მესისა და რონალდოს, დღეს იმხელა თავისუფლება აქვთ მინდორზე პელე კარგ სიზარშიც ვერ ინატრებდა. ნახეთ 1966წ. მატჩი პორტუგალიელებთან, პელეს ტრამვის მომენტი, მცველი უკნიდან, გამიზნულად სამჯერ ურტყამს ფეხებში, დღეს ერთი მსგავსი ქმედებაც წითელი ბარათით დაისჯებოდა, ხოლო მაშინ ყვითელი ბარათიც არ არსებობდა, მხოლოდ არასპორტული საქციელისთვის ატოვებინებდნენ მინდორს. მარადონას დროს შედარებით გამკაცრდა მსაჯობა, მაგრამ როგორც მას ჯენტილე ეთამაშა 1982წ. ისე რომ დღეს მესის ეთამაშო, ციხე თუ არა სამუდამო დისკვალიფიკაცია არ აგცდება.
GOGA
07 ივლისი 2020 12:52
1
ფეხბურთში გაფრთხილება და წითელ-ყვითელი ბარათი,მსოფლიოს ჩემპიონატებზე,პირველად 1970 წელს შემოიღეს და პირველი გაფრთხილება,ამ ჩემპიონატის ულამაზეს ფეხბურთელად აღიარებულმა,ქართველმა კახი ასათიანმა მიიღო.კახი დიდებული ფეხბურთელი იყო და სამწუხაროა,მსოფლიოს ფეხბურთის ისტორიას,უპირველეს ყოვლისა ამ ფაქტით რომ შემორჩა.საერთოდ, კახი ასათიანი,უაღრესად ტექნიკური,დიდებული პასისა და დარტყმის მქონე,ძალიან კორექტული ფეხბურთელი იყო,რომელმაც მენისკის ტრავმის გამო,ნაადრევად დაასრულა საფეხბურთო კარიერა.ახლა ეს არაფერია,მაშინ კი ასეთი შედეგი,ძალიან ხშირად დგებოდა.აქვე,მარადონას საუკეთესოებასაც გამოვეხმაურები.1978 წელს,მარადონა უკვე ბრწყინავდა და ნაკრების დონეზეც თამაშობდა,მაგრამ არ ათამაშეს,ჯერ პატარაა,გამოუცდელი და არ გადაიწვასო.1982 წელს,ის უკვე თამმაშობდა,მაგრამ ჩემპიონატზე ორი რამით დაგვამახსოვრა თავი,ბრაზილიელის წინააღმდეგ გაშლილი ფეხით წავიდა და ბარძაყზე ნახტომით დაარტყა ფეხი,რის გამოც გააძევეს და შემდეგ,იტალიელმა კლაუდიო ჯენტილემ,დაუნდობლად ჩეხა მთელი მატჩის განმავლობაში თვითონ მარადონა.თუ პელეს შევადარებთ,პელემ 17 წლისამ ითამაშა ჩემპიონატში და გახდა ვარსკვლავებით გადაძეძგილი გუნდის ნამდვილი ბელადი და საუკეთესო ფეხბურთელი,თანაც ჩემპიონი.მომდევნო ორ ჩემპიონატში მარადონა გუნდის უპირობო ლიდერი იყო და ბრწყინვალედაც თამაშობდა,მაგრამ თუ 1986 წელს,გუნდი ჩემპიონობამდე მიიყვანა,1990 წელს კი გაიყვანა გუნდი ფინალში,მაგრამ აღმოჩნდა,რომ ეს კოკაინის დახმარებით გააკეთა(კოკაინი იწვევს ენერგიის მომატებას და ტკივილისადმი უგრძნობლობას.დიეგოს იმდენს ურტყავდნენ,რომ ამის გარეშე,ალბათ აღარ შეეძლო თამაში),გარდა ამისა ბრაზილიის წინააღმდეგ თამაშში,არგენტინელებმა ბრაზილიელ ფეხბურთელს წყალში ტრანკვილიზატორი შეურიეს და შემდეგ მისი შეცდომით გამოწვეული გოლით დაამარცხეს მეტოქე.მარადონამ ეს იცოდა,მაგრამ ხმა არ ამოუღია.თუ ამას დავუმატებთ ხელით გატანილი გოლის ისტორიას,საკმაოდ არასასიამოვნო სურათს მივიღებთ.მეორეს მხრივ პელემ თავის მეორე და მესამე ჩემპიონატში,სულ ორ ორი თამაში ითამაშა და ტრავმების გამო,ვეღარ გააგრძელა თამაში,მისთვის მეოთხე ჩემპიონატში კი,ის კვლავ გუნდის აღიარებული ლიდერი იყო და მესამედაც გახდნენ ჩემპიონები.ტოსტაო თვითონაც ვარსკვლავი და შეტევაში პელეს პარტნიორი იყო და სხვებზე კარგად იცის,მისი ძალა.მე,1961 წელს ვარ დაბადებული და მხოლოდ 1970 წლის ჩემპიონატი მახსოვს კარგად,მაგრამის მახსოვს,რომ მეც და უბნის ყველა ბავშვს,ზურგზე 11 ნომერი გვეწერა,მესხის მიბაძვით,ის იყო ჩვენთვის ფეხბურთის ღმერთი,მაგრამ ამავე დროს არავინ იფიქრებდა ეთქვა,რომ პელე არ იყო ფეხბურთის მეფე.პელეს ავტორიტეტი,ხელშეუხლები იყო.პელეს ეპოქაში ფეხბურთელების ტრანსფერები ამერიკიდან ევროპაში,ერთეული შემთხვევები იყო.თვითონ ევროპაშიც ყველა ქვეყანაში ფაქტობრივად ეროვნული ჩემპიონატები იმართებოდა.გერმანიაში თითქმის ვერ ნახავდით უცხოელ ფეხბურთელს,ისევე როგორც იტალიაში,ესპანეთში ან ბრიტანეთში.მთელი მსოფლიო სთვლიდა,რომ მიუხედავად იმისა,ვინ გახდებოდა მსოფლიოს ჩემპიონი,უძლიერესი მაინც ბრაზილიელები იყვნენ და ეს ბრაზილიელი ჯადოქრები,სწორედ ბრაზილიის ჩემპიონატში თამაშობდნენ.მართალია გუნდების რაოდენობა ძალიან ბევრი იყო,მაგრამ ტექნიკა არავის ეკლდა და იქ ამდენი გოლის გატანა,თანაც მაშინდელი წესებით,სულაც არ იყო ასე ადვილი .ახლა შეიძლება ერთი ფეხბურთელი თამაშგარეში დარჩეს,მეორეს კი პასი შეუგდო და მან გაიტანოს.მაშინ კი,ერთ ხაზზე მყოფი თავდამსხმელი და დამცველი,უკვე თამაშგარე იყო.თავდამსხმელი გუნდის წევრი,დატვრეული,სადღაც მოედნი კუთხეშიც რომ წოლილიყო და წინ პასი გაეკეთებინათ,ესც თამაშგარე იყო.ჩეხვა მტვრევა და მსაჯებისაგან თვალის დახუჭვაც ჩვეულებრივი ამბავი.ასე რომ მაშინდელ თავდამსხმელებს,გოლის გატანა,ძალიან ჰქონდათ გართულებული.თანაც ახლა მესი და რონალდო,სხვადასხვა ქვეყნიდან შეკრებილი საუკეთესო პარტნიორებით გარშემოტყმულნი იტანენ გოლებს,მაშინ კი,ეს გამორიცხული იყო.არ ვამცირებ ამ დიდოსტატების ოსტატობას,მაგრამ ნურც პელეს დავუკარგავთ თავისას.პელეს გუნდი სანტოსი,რამდენჯერმე გახდა საკონტინენტთაშორისი თასის,სუპერთასის და სხვა პრიზების მფლობელი და ამაში ლომის წილი პელეს ედო.მგონი 1965 წელი იყო.ბრაზილია სსრკში ჩამოვიდა,ამხანაგური მატჩის გასამართად.როგორც კი მატჩი მოახლოვდა,დამარცხების შიშით,მრავალი ცნობილი საბჭოთა ფეხბურთელი "ავად გახდა""ტრავმა გაურთულდა"ან კიდევ ოპერაცია გაიკეთა.გამოვიდა რომ მათ ნაცვლად ნაკრებში ქართველმა ბიჭებმა ითამაშეს.არ მახსოვს ეს თამაში,პატარა ვიყავი,მაგრამ ცოტა ხნის წინ წავიკითხე ამ მატჩის მონაწილე სიომა ბარქაიას წერილი.პელეს დარაჯობა,გიორგი სიჭინავას დაავალეს და ისიც ძალიან ცდილობდაო,მაგრამ პელეს დაჭერა მთელი თამაში,შეუძლებელი იყოვო.თვითონ ჟორა სიჭინავაც საოცარი ტექნიკის ფეხბურთელი იყო,მაგრამ პელეს უზადო და მრავალმხრივი ტექნიკა ჰქონდა.მაშინ მივედი ჟორასთან და ვუთხარი,ხომ ხედავ რომ მაგის დაჭერა შეუძლებელია,მოდი გაანებე თავი,ითამაშოს და ჩვენც დავტკბეთ მისი თამაშით,ჩვენ კი, ჩვენ რა შეგვიძლია,ეს ვაჩვენოთო.მართლაც ასე მოხდა.ბრაზილიამ გაიმარჯვა,მაგრამ მათაც გამოყვეს ქართველი ფეხბურთელების დიდი ოსტატობა.მესი და რონალდო,ძალიან დიდი ხანია,ოლიმპზე არიანო...1958 წელს,პირველად გახდა პელე ჩემპიონი,17 წლისა.1970 წელს კი მესამედ,31 წელს მიღწეული.ახლა შეადარეთ მაშინდელი და ახლანდელი აღდგენის საშუალებები,რა და როგორი ოპერაციები ტარდება,მაშინ კი ეს ყველაფერი პრიმიტიულ დონეზე იყო,მენისკის ოპერაცია,უკვე განაჩენის ტოლფასი იყო დიდი ფეხბურთისათვის,ნახეთ ვიდეოებში როგორ განზრახ და დაუნდობლად ჩეხავენ მას და მიუხედავად ამისა,პელემ მაინც ამდენი წელი შეინარჩუნა ფორმა და ნაკრების ლიდერობა.ვისაც აინტერესებს,მოძებნეთ ინტერნეტში სტატია "დიდი მატჩები.ვლადიმერ ბარქაია".თუ რუსულად მოძებნით კიდევ უფრო ბევრი და მრავალფეროვანი მასალაა ამ მატჩის შესახებ.კავაზაშვილი,მესხი,მეტრეველი,ბარქაია და სიჭინავა იყვნენ ამ მატჩის მონაწილეები.
სოსო
24 ოქტომბერი 2020 12:25
0
მესისტობა და რონალდუსტობა ისეთიცე სექტანტობაა, როგორც ნაც-ქოცობა, მე არც პოლიტიკაში და არც ფეხბურთში არც ერთ სექტას არ ვეკუთვნი, ფეხბურთს ვუყურებ 6 წლის ასაკიდან 1978 წლიდან, მაშინ არგენტინამ მოიგო, 1982 მიუხედავად ბრაზილიის მარცხისა, მივხვდი რომ ნამდვილ, ესთეტიურ ფეხბურთს მარტო ბრქაზილიელები თამაშობენ, იყო პელე,რომელიც რა თქმაუნდა ლეგენდაა, იყვნენ გარინჩა, ჟაირზინიო, ზიკო, სოკრატესი, რომარიო, რონალდო(ფენომენი), რონალდინიო, რივალდო, კაკა, ნეიმარი, და კიდევ ბევრი, რომლებიც სხებისგან განსხვავდებიან და უმაღლეს მწვერვალებს მიაღწიეს. მარადონას და მესის მაგათ გვერდით დავაყენებდი, თუმცა ამ უკანასკნელმა უფრო ბევრი შედეგი დადო, მაგრამ მხოლოდ საკლუბო დონეზე. ვიცი ბევრი დისლაიქები მექნება სექტანტებისგან.
მინდია
07 ივლისი 2020 12:17
2
სიმართლე! შენ ხო არ აწვალებ შემთხვევით? მაგრა გაკლია შე საცოდაო.ფეხბურთი ნანახი გააქვს? მესხი და ჩივაძე ჯობია პელეს? წადი ფიგურულ სრიალს უყურე ან მხატვრულ ტანვარჯიშს.რაებს ბოდავ ვაბშემტა ა?))))))
დუდუ
07 ივლისი 2020 08:56
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული