ტოსტაო: მხოლოდ მესისა და რონალდოს ჰიბრიდი თუ შეედრება პელეს

AutoSharing Option
ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ტოსტაომ განაცხადა, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი პელეა.

"ვფიქრობ, პელე მესიზე, რონალდოსა და მარადონაზე უკეთესი ფეხბურთელია. მას ვერავინ შეედრება. ყველა ის თვისება გააჩნდა, რომელიც შეიძლება ფორვარდს ჰქონდეს. უნაკლო იყო. მარადონა შთამბეჭდავი გახლდათ, მაგრამ ფიზიკურად პელეს ჩამორჩებოდა და იმდენივე გოლი ვერ გაიტანა.

მესიც ფანტასტიკური მოთამაშეა, თუმცა თავით და ორივე ფეხით პელესავით ვერ თამაშობს. რონალდო უნიკალური კია, ოღონდ არაჩვეულებრივ გადაცემებს ვერ აკეთებს. მხოლოდ მესისა და რონალდოს ჰიბრიდი თუ შეედრება პელეს", - ციტირებს ტოსტაოს ფიფას საიტი.

მკითხველის კომენტარები / 20 /
ჟორიკო ეტყობა კლიმაქსი გჭირს თორემ გეცოდინებოდა თუ გახსოვს ყველას თამაში რომ პელე მექსიკის მსოფლიოზე საუკეთესოდ დაასახელეს.რაც შეეხება მარადონას ,მსოფლიო რო მოიგო კანიჯა საერთოდ არ იყო ნაკრებში.და რაც არ გახსოვს შეეშვი ბოდვას
dato
22:43 07-07-2020
1
ჟორა ხარ თუ ტიტიკო! პელე 70 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.4 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.და 58 წელსაც ლიდერი იყო 17 წლის ბიჭი.და პელეს დროს რომ დღევანდელი მსაჯობა ყოფილიყო 1000 კი არა 2000 გოლს გაიტანო.მაგრამ შენისთანებთან საუბარს აზრი არა აქვს.ჩვეულებრივი ერთუჯრედიანი სექტანტი ხარ
ზაზა
22:40 07-07-2020
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული