ბიჭია, ბიჭი - კოუტინიო მესამედ გახდება მამა

AutoSharing Option
"ბარსელონადან" "ბაიერნში" განათხოვრებული ბრაზილიელი ნახევარმცველი კოუტინიო მესამედ გახდება მამა - მისი მეუღლე აინე ფეხმძიმედაა, რის შესახებაც ინფორმაცია ფეხბურთელმა სოციალური ქსელით გაავრცელა.

"ბედნიერებაა. როგორი საოცარი სიურპრიზია. ახლა ხუთნი ვართ", - წერს კოუტინიო.

ეს ამბავი აინემაც დაადასტურა და გაამხილა, რომ ბიჭს ელოდებიან, რომელსაც ხოსეს დაარქმევენ. მათ ორი გოგონა ჰყავთ: 4 წლის მარია და 2 წლის ესმერალდა.