"კრასნოდარის" ფეხბურთელი: კრიშტიანო ყველაზე ნიჭიერი არაა, ვისთანაც მითამაშია

AutoSharing Option
"კრასნოდარისა" და პორტუგალიის ნაკრების ნახევარმცველმა მანუელ ფერნანდეშმა განაცხადა, რომ კრიშტიანო რონალდოს ვერ დაასახელებს უნიჭიერეს ფეხბურთელად მათ შორის, ვისთანაც უთამაშია.

"რონალდო დაუჯერებელი ტალანტის მქონე ფეხბურთელი და სუპერპროფესიონალია. თუმცა იმის თქმა, რომ ვისთანაც მითამაშია, კრიშტიანო ყველა მათგანზე ნიჭიერია, არ შემიძლია.

ეს ნათქვამი არ იქნებოდა სამართლიანი დავიდ სილვას, დავიდ ვილას, დეკუსა და ფიგუს გამო. თითოეული მათგანი უმაღლესი დონის ფეხბურთელი იყო და მოედანზე ყველაფრის გაკეთება შეეძლო", - აღნიშნა ფერნანდეშმა.

კარიერის მანძილზე 34 წლის მანუელი "ბენფიკაში", "ევერტონში", "ვალენსიასა" და "ბეშიქთაშში" თამაშობდა. "კრასნოდარში" გადასვლამდე კი მოსკოვის
"ლოკომოტივის" ღირსებას იცავდა. პორტუგალიის ეროვნულ გუნდში ფერნანდეშს 15 მატჩი აქვს ჩატარებული.

მომზადებულია sports-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 6 /
ე.ი. უნიჭოა და ყველაზე მაგარია და წარმოიდგინეთ ნიჭიერი რომ იყოს რას იზამდა.ეს ყველაფერი მესისტების ნაყიდი ჭურნალისტების მოგონილია.გამორიცხულია ფერნანდეშს რონიზე ავი ეთქვა.პორტუგალიელი ხალხის ნამდვილი გმირია.
რწყილების კბენა
07 ივლისი 2020 20:24
3
რონალდუ 21-ე საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელია. რა თქმა უნდა, ნიჭიერია და ძალზე შრომისმოყვარე. ვერც მხოლოდ ნიჭიერი და ვერც მხოლოდ შრომისმოყვარე, წარმატებას ვერ მიაღწევს. ის სხვადასხვა კლუბში, ასევე ნაკრებში საუკეთესოა და წარმატებას აღწევს. რონალდუ თუ მესი? რა თქმა უნდა, რონალდუ!
ზურა
07 ივლისი 2020 16:08
6
რონალდუ,ერთნაირია ყველგან...ნაკრებში,მანჩესტერში,რეალში,იუვეში...აი სხვები რაღაც ხავი ინიესტას მოისაკლისებენ ყველგან :)))
ares
10 ივლისი 2020 18:45
0
კრასნოდარში თამაშობს სადღაც და რონალდოზე საუბრობს უდიერად,მონა რუსებმა ასწავლეს უეჭველი
ასეა ეს
07 ივლისი 2020 13:51
5
ეგ კაცი, მარტო კრასნოდარში არ თამაშობს, პორტუგალიის ნაკრებშიც თამაშობდა და რონალდუს გარდა დავიდ სილვას, დავიდ ვილას, დეკუსა და ფიგუს გვერდითაც უთამაშია. ისე რომ ძაან თავს ნუ გამოიდებ კულტურისტი რონალდუს ქებით. ის ჩვეულებრივი რობოტია რომელსაც ღმერთმა მარტო ჯანმრთელობა მისცა. და ვარჯიშის მეტი არაფერი არ აინტერესებს. მაგარი საკაეფო კლიენტები ხართ მესის ჯობია-ო. ერთი გოლი მანახე რონალდუსი ნახევარი გუნდი მოატყუოს და მერე მეკარეს ან თავზე გადაუგდოს ან ფეხებშორის გაუტაროს, რომელსაც ლეო მუდმივად აკეთებს. ქართველ კაცს ესეთი უფანტაზიო ფეხბურთელი მოსწონდეს პირველად გავიგე. ხო რაღაცას მიაღწია-ო? 30 გოლით მეტი აქვს გატანილი და 140 თამაშით მეტი ჩატარებული. რა გოლებზე ლაპარაკობთ ააა ხო პენლები გასაგებია.
ეს ასე არაა!!!
10 ივლისი 2020 16:17
1
რონალდო არც დიდი ტალანტი ყოფილა და არც განსაკუთრებული ნიჭი ჰქონია უბრალოდ ისეთი შრომისმოყვარე არის ყველაფერი თვითონ შექმნა
Ka
07 ივლისი 2020 13:47
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული