16 წლის მეკარეს ვარჯიშისას მეხი დაეცა - მეცნიერები გაოცებულნი არიან [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საოცარი ფაქტი მოხდა რუსეთში - მოსკოვის მხარის კლუბ "ზნამენი ტრუდის" 16 წლის მეკარე ივან ზაბაროვსკის ვარჯიშის დროს მეხი დაეცა.

საბედნიეროდ, მოზარდი ფეხბურთელი გადარჩა და სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც ნელ-ნელა კომიდანაც გამოდის.

აღსანიშნავია, რომ იმ დროისთვის, როცა მეხი ჩამოვარდა, არც წვიმდა და არც ცუდი ამინდი იყო. თან, უდიდესი ენერგია, მაინცადამაინც მარტო მყოფმა ბიჭუნამ მიიზიდა, როცა ირგვლივ უამრავი რკინის ობიექტი გახლდათ.

ფიზიკოსები აღნიშნულ მოვლენას (კარგ ამინდში მეხის ჩამოვარდნა) უიშვიათეს მოვლენად აფასებენ, რაც სამყაროში ჩამოვარდნილი მეხის მილიარდი შემთხვევიდან ერთი შეიძლება იყოს.

მომზადებულია Eurosport-ის
მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 3 /
ჩემსავით იღბლიანი ყოფილა)
ბათუმის ფანი
15:24 07-07-2020
0
მეხი კი არ დაეცა, არამედ ე ლ ვ ა მ დაჰკრა!
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული