როდესაც ბოზი გიყვარს - უტკინი "სპარტაკის" ფანებზე

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის 28-ე ტურში მოსკოვის "სპარტაკი" 0:1 დამარცხდა სტუმრად "სოჭისთან". "სახალხო გუნდმა", რომლის შემადგენლობაში მე-100 მატჩი ჩაატარა მისმა კაპიტანმა გიორგი ჯიქიამ, მიმდინარე ჩემპიონატზე მე-13 მარცხი განიცადა, რაც უკანასნელად 2003 წელს მოხდა და ზედიზედ მე-5 შეხვედრაში გამარჯვების მოპოვებას ვერ ახერხებს.

აბა, ასეთ შემთხვევას მის გასაქილიკებლად ცნობილი ჟურნალისტი ვასილი უტკინი ხელიდან როგორ გაუშვებდა...

მან "სპარტაკის" გულშემატკივრები გააშაყირა.

"აი, როდესაც შენი გოგონა ბოზია, მაგრამ შენ მაინც გიყვარს და წვალობ - ეს, ალბათ, ზუსტად ისაა, რომ "სპარტაკს" ბოლო სამი წლის განმავლობაში უქომაგო", - წერს
უტკინი "ტვიტერზე".