აბსურდის თეატრი: პენალტი სამჯერ დაარტყეს, მაინც ვერ გაიტანეს, მეკარემ 2 მოიგერია და წითელი ბარათი მიიღო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რუმინეთის მეორე ლიგის გუნდები - "რაპიდი" და "პეტროლული" საფეხბურთო თრილერის სიუჟეტში აღმოჩნდნენ, რომელსაც რამდენიმე მთავარი გმირი ჰყავდა.

მეორე ტაიმში "პეტროლულმა" პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვა და დასარტყმელად სერგიუ არნაუტუ მივიდა. "რაპიდის" 19 წლის მეკარე მიხაი პოპამ ბურთი მოიგერია, თუმცა მსაჯმა ხაზზე დგომის წესის დარღვევისათვის პენალტის გამეორება ბრძანა, მეკარემ კი პროსტესტის გამოხატვის გამო ყვითელი ბარათი მიიღო.

"პეტროლულის" მწვრთნელმა დამრტყმელი შეცვალა, თუმცა ვეტერანმა ლორენცო მარინესკუმაც ვერ შეძლო ეჯობა ახალგაზრდა მეკარისათვის. თუმცა, პოპამ იგივე შეცომა დაუშვა და დარტყმამდე ლამის მეკარის ბაქანის ხაზამდე მივიდა. მეკარემ
ნამდვილი ისტერია მოაწყო და მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანიც დატოვა.

"რაპიდის" კარში ახალი მეკარე ჩადგა, პენალტის შესასრულებლად მესამე ფეხბურთელი მივიდა და სიტუაცია მარტივად განმუხტა - საერთოდ ააცილა კარს ბურთი. საინტერესო ის არის, რომ მოედანზე ახლადშემოსულმა მეკარემაც დაარღვია ხაზზე დგომის წესით, მაგრამ ბურთი კარს აცდა.

შეხვედრა ფრედ - 0:0 დასრულდა. "რაპიდმა" კი შეხვედრა 8 კაცით დაასრულა, მატჩის დასრულებამდე კიდევ ერთმა ფეხბურთელმა მიიღო წითელი ბარათი.

მომზადებულია eurosport-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 4 /
ნეტა სად დაინახა "დარტყმამდე ლამის მეკარის ბაქანის ხაზამდე მივიდა". მაქსიმუმ 0,5 მეტრი ჰქონდა წინ გადადგმული. თუმცა ესეც დარღვევაა. დარტყმის მომენტში 1 ფეხი მაინც უნდა ქონდეს ხაზზე დადგმული და თან არ უნდა მოძრაობდეს, ადრე ხაზზე მოძრაობა შეეძლოთ მეკარეებს. მე ასე მახსოვს წესები. საერთოდ, მცირე დარღვევის გარეშე მაინც პენალტის აღება წარმოუდგენელია.
alexandre
11:11 13-07-2020
0
მსაჯი მართალი იყო მაგრამ წესია აბსურდული,თუ გამტანი ხარ ისეც გაიტან,მასე კუპატაძეც ლამის ფეხებში ჩაუვარდა ჯოვის დარტყმისას მაგრამ გახარებულ მსაჯებს არაფერი დაუნახავთ) ამით არ იფიქროთ ჯოვის ვამართლებდე,უბრალოდ ძნელია ასეთი რამ მსაჯებმა ვერ შეამჩნიონ
ბათუმის ფანი
15:09 12-07-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული