რუსი მსაჯი ფსონებთან დაკავშირებულ მაქინაციაშია ეჭვმიტანილი

AutoSharing Option
ბუკმეკერული კომპანია Metaratings-ის ინფორმაციით, რუსი მსაჯი სერგეი ლაპოჩკინი ფსონებთან დაკავშირებულ მაქინაციებშია ეჭვმიტანილი. საქმე საერთაშორისო შეხვედრებში ყვითელი ბარათების რაოდენობას ეხება.

უეფაში ეჭვობენ, რომ ლაპოჩკინი ყოფილ მსაჯ პაველ სტიპიდისთან არის დაკავშირებული, რომელიც ლატვიაში დააკავეს - ბრალი მასაც ტოტალიზატორების ფსონებთან დაკავშირებით ედება.

გამოცემის მიხედვით, რუს არბიტრს პრემიერლიგის მომავალ შეხვედრაში სხვა მსაჯი შეცვლის. ბოლო განსჯილ მატჩში კი ლაპოჩკინმა მოსკოვის "ლოკომოტივის" კარში პენალტი არ დანიშნა და "სპარტაკის" მთავარი მწვრთნელი გააძევა მოედნიდან.

მომზადებულია eurosport-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული