ქალია თუ კაცი? - ბელარუსში ფეხბურთელის სქესის დადგენა მოითხოვეს

AutoSharing Option
ბელარუსის ქალთა ერთ-ერთი გუნდის თვრამეტმა ფეხბურთელმა ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციას ერთობ უცნაური ღია წერილით მიმართა და სთხოვეს, მინსკის "დინამოს" თავდამსხმელ სალიმატა სამპორეს სქესი დაადგინონ, - იტყობინება Tut-ი.

მომჩივანებს ეჭვი ეპარებათ, რომ სამპორე ქალი არ არის, რამეთუ ვიზუალურად ასე მოჩანს და თამაშისას მასთან შეხებისასაც იგრძნეს ეს...

მათი თქმით, ჩემპიონთა ლიგაზე "დინამოს" გასაყვანად შეთქმულებას აქვს ადგილი და ილახება ბელარუსის პრესტიჟი.

აქედან გამომდინარე, ისინი გენეტიკური ექსპერტიზის ჩატარებას და სამპორეს ნამდვილი სქესის დადგენას მოითხოვენ.

ცნობისათვის, 33 წლის სალიმატა ეკვატორული გვინეის ნაკრების წევრია, მინსკის "დინამოში" კი გოლების
ნახევარზე მეტი გაიტანა.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 4 /
ორივე თუ აღმოაჩნდა რას იზამენ?
ჯულიან ასანჟი
20:33 13-07-2020
2
ისეთ ვიდზეა ბევრი კაცი ფეხბურთელი ვერ შეაჩერებს...
papa
20:25 13-07-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული