ძარცვა, ყაჩაღობა, ადამიანის გატაცება - პორტუგალიის ნაკრების წევრს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

AutoSharing Option
პორტუგალიის ნაკრებისა და პირეოსის "ოლიმპიაკოსის" მცველ რუბენ სემედუს ესპანეთის სასამართლომ 5-წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სემედუს, რომელიც გარკევეული პერიოდი ესპანეთში ("ვილიარეალსა" და "უესკაში") თამაშობდა დანაშაულთა მთელი პალიტრა დაუმტკიცდა - ძარცვა, შეიარაღებული თავდასხმა-ყაჩაღობა, ადამიანის გატაცება და იარაღის უკანონო შენახვა. უნდა ვთქვათ, რომ ბრალდების ნაწილს თავად ფეხბურთელიც აღიარებს.

ვალენსიას პროვინციულმა სასამართლომ ფეხბურთელს 5-წლის პატიმრობის მისჯი გარდა, 8-წლის განმავლობაში ესპანეთში შესვლაც აუკრძალა.

სემედუ 2018 წლის ზამთარში დააპატიმრეს და ციხეში გატარებული 5 თვის შემდეგ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. 2019 წლის ივნისში კი რუბენი "ოლიმპიაკოსში" გადავიდა და
ბერძნულ კლუბთან 4-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

სემედუ პორტუგალიის ნაკრების ყველა ასაკობრივი გუნდის წევრი იყო. 2020 წელს კი ეროვნულ გუნდშიც უხმეს და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე სამატჩო განაცხადში 3-ჯერ მოხვდა.

მომზადებულია eurosport-ის მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 2 /
კიდევ რა იგბლიანი ყოფილა. მე ჰოლანდიამ 2 ბოთლი ვისკის მოპარვის გამო 7 თვე ციხესჰი ცჰამსვა და 8 წლიანი მთელი სჰენგენის დეპორტი მომცა ))))))
აცი ესპანეთში უნდა ცავიდე )))
soccer
07:30 20-07-2020
1
კამერიდან ივლის ვარჯიშზე და თამაშებზე
papa
18:28 19-07-2020
0

სიახლეები პოპულარული