"მანჩესტერს" ფერნანდესის კუნტრუშით შესრულებული პენალტი "ჩელსის" დასამარცხებლად არ ეყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ინგლისის თასის ნახევარფინალში "ჩელსიმ" 3:1 სძლია "მანჩესტერ იუნაიტედს".

1-ელ აგვისტოს "ჩელსი" ფინალში "არსენალს" დაუპირისპირდება, რომელმაც "მანჩესტერ სიტი" 2:0 დაამარცხა.

"იუნაიტედმა" იანვრის შემდეგ პირველად წააგო და მისი 19-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია შეწყდა. მანკუნიანურმა გუნდმა "არისტოკრატებთან" 2018 წლის მაისის შემდეგ პირველად განიცადა მარცხი - აქამდე ყველა ტურნირზე 4-ჯერ მოუგო და 2-ჯერ ფრეს დასჯერდა.

"მანჩესტერის" მწვრთნელმა ოლე-გუნარ სოლსკიაერმა განაცხადა, რომ მეტოქეს ამ შეხვედრისთვის მოსამზადებლად 48 საათით მეტი ჰქონდა, თუმცა ეს მათ წარუმატებლობას არ ამართლებს.

მანჩესტერ იუნაიტედი - ჩელსი 1:3
გოლები: ჟირუ (45), 0:2 მაუნტი (46),
0:3 მაგუაირი (74, საკ. კარში), 1:3 ბრუნუ ფერნანდესი (85, პენ)

alt"არსენალმა" "მანჩესტერ სიტი" თასიდან გამოისტუმრა და ფინალში გავიდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს ის დე-ხეა აღარ არის...
აჩი
17:12 20-07-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული