"დინამოში" 1.5 მილიარდი შევტენე - ლუჩესკუს დანიშვნის გამო შოკირებულ ფანებს პრეზიდენტმა უპასუხა

AutoSharing Option
კიევის "დინამომ" კარგა ხანია დაკარგა უკრაინული საკლუბო ფეხბურთის ფლაგმანობა, ვინაიდან "შახტარი" სჯაბნის, რასაც ძალიან მძიმედ განიცდიან დედაქალაქური კლუბის გულშემატკივრები. ცნობილი უკრაინელი მწვრთნელი იოჟეფ საბო თვლის, რომ გუნდს არაკვალიფიციური ფეხბურთელები ჰყავს და მიზეზი ამაში უნდა ეძიონ. რამდენიმე დღის წინ "დინამოს" მწვრთნელი ალეკსეი მიხაილიჩენკო გადააყენეს და მის ნაცვლად გუშინ მირჩა ლუჩესკუ დანიშნეს, რამაც ნამდვილი შოკი გამოიწვია. უკრაინის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ოლეგ ბლოხინმა ლუჩესკუს მიწვევას სულში ჩაფურთხება უწოდა.

74 წლის ლუჩესკუ რუმინეთიდან კიევში სასწრაფოდ კერძო თვითმფრინავით გადააფრინეს და ორსეზონიანი კონტრაქტი გაუფორმეს.

ლუჩესკუ 12
წელი ედგა სათავეში "დინამოს" მთავარ ოპონენტ "შახტარს" და ლამის ყოველი გამარჯვების შემდეგ ამცირებდა. ფანები კლუბის პრეზიდენტ იგორ სურკისს სტადიონზე მიადგნენ და გაესაუბრნენ.

ქომაგებმა უთხრეს, რომ სხვა ყოფილ ან ამჟამინდელ დონეცკელ მწვრთნელზე ასეთი რეაქცია არ ექნებოდათ, მაგრამ ლუჩესკუს ეზიზღებოდა "დინამო" და მათთვის მისი დანიშვნა მიუღებელია.

სურკისმა გულშემატკივრებს შემდეგი განუცხადა: "რჩევების მოცემა ყველას შეუძლია. თან, ჩემი და "შახტარის" პრეზიდენტ რინატ ახმეტოვის შესაძლებლობები გაითვალისწინეთ. ამ კლუბში 1.5 მილიარდი შევტენე, უკანასკნელი ძალებით სულ მივათრევდი. მაჩვენეთ ადამიანი, რომელიც ფულის ჩადებაზე დათანხმდება და მე თანამდებობას დავუთმობ. სხვისი ფულით მართვა ყველას შეუძლია. თქვენი ფული ჩადეთ. მომეცით წელიწადში 30 მილიონი დოლარი და მართეთ კლუბი. მე განზე გავდგები. ვინც გინდათ, ის დანიშნეთ მწვრთნელად.

მოხვედით და ღირსებაზე მელაპარაკებით. მე ვიცი, რაც არის ღირსება. ეს მე გამაჩნია. მივიღე გადაწყვეტილება, რომელიც ჩემი აზრით, "ბლ.ად" გუნდისთვის სასარგებლო იქნება. შეიძლება შევცდი, მაგრამ ლუჩესკუსთან შეთანხმებული ვარ - თუ არ იქნება შედეგი, სამუშაოდან ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე დავითხოვ. ახლა ის კლუბთან კონტრაქტითაა დაკავშირებული. თქვენ ხელშეკრულების გასაწყვეტად მზად ხართ კომპენსაცია გადაუხადოთ? თუ მზად ხართ, დღესვე გავუშვებ".

მკითხველის კომენტარები / 5 /
ნიკაზე იძახით,ის ხო ინტერშია,წამოვა რო?
კახა ქ.
22:08 25-07-2020
0
Aრასოდეს ტქვა არასოდეს Pირველივე ტიტულზე ხელსჰი Aყვანილს ატარებენ
Kaxa
01:01 25-07-2020
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული