"ბოზო, შენ თვითონ ხარ სოფელი" - უპასუხა უკრაინული კლუბის პრეზიდენტმა გულშემატკივარს

AutoSharing Option
უკრაინის პირველი ლიგის 26-ე ტურში ვოლოჩისკის "აგრობიზნესმა" სტუმრად 3:0 სძლია ლუცკის "ვოლინს", მესამე ადგილზე გადავიდა და პრემიერლიგაში აღსაზევებლად იბრძვის.

football.ua-ს ცნობით, ნამატჩევს წაგებული გუნდის ფეხბურთელები და მწვრთნელები გულშემატკივრებთან სასაუბროდ მივიდნენ და ერთმა ფანმა უსაყვედურა: "ამათთან როგორ წააგეთ? ეს ხომ სოფელია, ბოზო".

ამ უსიამოვნო საუბარს "აგრობიზნესის" საპატიო პრეზიდენტი ოლეგ სობუცკი (იხ. ფოტო) შეესწრო და უპასუხა კიდეც: "გესმის, შენ? შენ თვითონ ხარ სოფელი, ბოზო".

ამის შემდეგ ქომაგებმა სობუცკისთან მიახლოება სცადეს, მაგრამ უსაფრთხოების სამსახურმა არ მიუშვა.
15 ივლისს სობუცკიმ "მინაისთან" შეხვედრის შემდეგ (0:2)
მსაჯ იური ივანოვს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სამუდამოდ აუკრძალეს საფეხბურთო საქმიანობა. ის მაშინ კლუბის პრეზიდენტი იყო, ხოლო ახლა საპატიო პრეზიდენტია, ეს კი ოფიციალური თანამდებობა არ არის.

ვოლოჩინსკი ხმელნიცკის ოლქის რაიონია. მისი მოსახლეობა 18 802-ს შეადგენს, ადგილობრივი გუნდი კი 4-ათასიან "იუნოსტის" სტადიონზე თამაშობს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარგმანი უხეშად ჟღერს. ორიგინალში უკრაინულად ასე იყო:
- Це село.
- Ти сам село, блядь.
youtube watch?v=wVpU26rq_5Q
ქ. გ.
10:20 28-07-2020
0
ის მაინც გვითხარით სურათზე ფეხბურთის ფანია თუ საპატიო პრეზიდენტი.:)))
emigranti
02:02 28-07-2020
0

სიახლეები პოპულარული