სოლოვიოვი განავლის მთაა - უტკინი კრემლის "ბულბულს" ისევ უტევს

AutoSharing Option
ცნობილმა სპორტულმა კომენტატორმა ვასილი უტკინმა კრემლის "ბულბულ" ვლადიმირ სოლოვიოვს ხელისუფლების ჟურნალისტი უწოდა და "იუთუბის" არხზე მიცემულ ინტერვიუში მორიგი ეპითეტებით შეამკო:

"ხალხი ფიქრობს, თითქოს საფეხბურთო პროგრამებში რაღაც პოლიტიკურ შეხედულებებს წარმოვაჩენ, მაგრამ ეს სიმართლე არ არის. უბრალოდ იმას ვყვები, რაც მაწუხებს.

ურთიერთობის სხვა ფორმა არ შემიძლია შევარჩიო ადამიანთან, რომელსაც პატივს არ ვცემ. ის უბრალოდ თავს დამესხა. რა, მე მასთან ეკონომიკას განვიხილავ თუ ქვეყნის განვითარებას? მე შესანიშნავად ვიცი მისი აზროვნება, ის რამდენი ღირს. მასთან სალაპარაკო არაფერი მაქვს. მხოლოდ ეს შემიძლია გავაკეთო.

ადამიანმა თავად
წარმოაჩინა თავი, როგორც განავლის მთამ. კეთილი, შესანიშნავია. შესაძლოა, არის ასე მოსაუბრე ხალხი, ვიღაც ბუდისტები, თუმცა მე ბუდისტი არ ვარ, უფრო აგნოსტიკი გახლავართ.

- წარმოიდგინეთ მსოფლიოს ჩემპიონატი პროპაგანდისტებს შორის. ვინ დაიკავებს პირველ სამ ადგილს?
- ეს როგორ გავზომო? ჩვენ პროპაგანდას წარმატების შესაძლებლობით ვზომავთ. პროპაგანდა სხვა რამეშია წარმატებული. ადამიანი, რომელიც პროპაგანდას ირჩევს, ჟურნალისტი ნამდვილად არ არის.

თუ ხელისუფლების მხარეზე ხარ, ჟურნალისტური თავისუფლებით ვერ ისარგებლებ. შენ გაქვს პენსია, სოციალური პაკეტი, მაგრამ ჟურნალისტი არ ხარ".

მკითხველის კომენტარები / 4 /
ბოლო აბზაცი იმედის ტელევიზიაზე არის ზედ დამკვდარი :D
4
დილიდან ასეთი ნიუსი როგორ შეიძლება ? რუსეთუმე ბოტებს დღეს მწარე სიმართლით ნუ აწყებინებთ
მიხაელ
09:32 31-07-2020
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული