დი სტეფანო, პელე, მარადონა და კრუიფი ვნახე, მაგრამ მესი საუკეთესოა - ამბობს არგენტინის ნაკრების ექსფეხბურთელი

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა უმბერტო მასკიომ "ბარსელონას" ფორვარდ ლეო მესიზე ისაუბრა.

"ვნახე დი სტეფანო, პელე, მარადონა და კრუიფი. ყველა ვნახე, მაგრამ მესი საუკეთესოა. რამდენიმე მათგანთან ვითამაშე, მაგრამ გავიმეორებ, მესი საუკეთესოა.

ისინი თავის დროზე შესანიშნავი ფეხბურთელები იყვნენ, თუმცა თანამედროვე ფეხბურთის ტემპი განსხვავებულია. უბრალოდ ნახეთ მესის გოლები.

ლეო მოედანზე ცოტას დარბის, მაგრამ როდესაც საჭიროა, ბურთი თითქოს ფეხზე აქვს მიკრული. მე არაჩვეულებრივი სისწრაფის ფეხბურთელები მინახავს, ოღონდ როდესაც ბურთს იღებდნენ, ნელა მოქმედებდნენ. ლეოს შემთხვევაში ყველაფერი პირიქითაა, ის ამას ფანტასტიკურად აკეთებს", - განუცხადა მასკიომ "კლარინს".

ასევე დაგაინტერესებთ