"ზენიტის" ფეხბურთელი არტიომ ძიუბა რუსეთის პრემიერ ლიგისა და ევრო თასების მსაჯობაზე საუბრობს.
"ხალხი ამბობს, რომ რუსეთის პრემიერ ლიგაში მსაჯები კარგად ართმევენ თავიანთ სამსახურს თავს და ამიტომ გვიჭირს თამაში ლიგაზე. უნდა გვესმოდეს, რომ ევრო თასებზე ჩვენ გულახდილად ვერ გვიტანენ.
მთელ ევროპას არ უყვარს რუსეთი. ეს სიამრთლეა, მოცემულობაა. ნებისმიერ სადაო ეპიზოდს ჩვენ წინააღმდეგ გადაწყვეტენ." - აცხადებს ძიუბა.
შეგახსენებთ, 2019/20 წლის სეზონში რუსეთის პრემიერ ლიგის გამარჯვებული "ზენიტი" გახდა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლის უფლებაც მოიპოვა.