"ზენიტის" ფეხბურთელი: მთელი ევროპა რუსეთს ვერ იტანს, მსაჯები ჩვენ წინააღმდეგ არიან

AutoSharing Option
"ზენიტის" ფეხბურთელი არტიომ ძიუბა რუსეთის პრემიერ ლიგისა და ევრო თასების მსაჯობაზე საუბრობს.

"ხალხი ამბობს, რომ რუსეთის პრემიერ ლიგაში მსაჯები კარგად ართმევენ თავიანთ სამსახურს თავს და ამიტომ გვიჭირს თამაში ლიგაზე. უნდა გვესმოდეს, რომ ევრო თასებზე ჩვენ გულახდილად ვერ გვიტანენ.

მთელ ევროპას არ უყვარს რუსეთი. ეს სიამრთლეა, მოცემულობაა. ნებისმიერ სადაო ეპიზოდს ჩვენ წინააღმდეგ გადაწყვეტენ." - აცხადებს ძიუბა.

შეგახსენებთ, 2019/20 წლის სეზონში რუსეთის პრემიერ ლიგის გამარჯვებული "ზენიტი" გახდა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლის უფლებაც მოიპოვა.


მკითხველის კომენტარები / 22 /
ნეტავი რატომ არ უყვართ?ხანდახან რუსეთის თამაშებსაც ვუყურებ ხოლმე,ქართველები თუ თამაშობენ და ხშირად ისეთებს სჩადიან....ევროპაში და მსოფლიოში მათგან ნამსაჯებიც,თითქმის ყოველთვის სკანდალურია.რუსეთის პრესასაც გადახედოს,ან კიდევ მწვრთნელების შეფასებას,მსაჯებზე და ბოლოს,საბჭოთა კავშირის პერიოდში,რას კადრულობდნენ,ისიც კარგად მახსოვს.გამოიყვანა აქ ანგელოზებად,რუსი მსაჯები.პატიოსანი მსაჯობაც კი,გამართლებად მიგვაჩნდა ხოლმე.მოსკოვის გუნდთან კი,დრო იყო,მოსკოველი მსაჯები სჯიდნენ.
სოსო
16:53 01-08-2020
1
რატომაც ვერ გიტანენ ზუსტად ხომ იცით საკუთარ გულებში? ნამდვილი მძ...რი ერი ხართ სრულიად სამყაროსთვის. ტფუი
roma bejanidze
15:27 01-08-2020
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული