ნინუას ნაცვლად ბალოტელი? - "სუპერმარიოს" "ბეშიქთაში" ეპატიჟება

AutoSharing Option
29 წლის თავდამსხმელი მარიო ბალოტელი შეიძლება "ბეშიქთაშში" გადავიდეს.

ჟურნალისტი ნიკოლო სკირა იტყობინება, რომ სტამბოლური კლუბი მას სეზონურ გასამრჯელოდ 2.5 მილიონ ევროს და ბონუსებს ჰპირდება.

"ბეშიქთაშთან" მოლაპარაკებას ფეხბურთელის აგენტი მინო რაიოლა აწარმოებს.

მარიოს "ბრეშიასთან" კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, მაგრამ ვინაიდან ეს გუნდი სერია B-ში გავარდა, შეუძლია ხელშეკრულება გაწყვიტოს.

მას აგრეთვე რუმინეთის ჩემპიონი "კლუჟი" ეპატიჟება.

შეგახსენებთ, "ბეშიქთაშში" თბილისის "დინამოს" კაპიტნის, ნიკა ნინუას გადასვლას თურქეთში ლეგიონერების ლიმიტმა შეუშალა ხელი.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ნინუას ტრანსფერი ბალოტელის ტრანსფეთან არაფერ შუაშია, ესეიგი ნინუას გამო არ უღირდათ თურქის ამოგდება შემადგენლობიდან და ბალოტელის ყიდვა უღირთ,რადგან ლეგიონერების ლიმიტში ჩაჯდება,
michael
10 აგვისტო 2020 22:58
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული