პოლ გასკოინზე ფილმს იღებენ

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა პოლ გასკოინმა განაცხადა, რომ მისი წიგნის, "გაზზა: ჩემი ისტორიის" მიხედვით ფილმს გადაიღებენ.

Daily Mirror-თან ინტერვიუში 53 წლის პოლმა ისაუბრა, რომ ამ ეტაპზე პროდიუსერები მისი როლის შემსრულებელს ეძებენ.

"ისინი ეძებენ იმას, ვინც ჩემი როლის შესრულებას შეძლებს. მე დავეხმარები სცენარით. ფილმში იქნება ყველაფერი, რაც ჩემს ცხოვრებას ეხებოდა. ის ჩემ მიერ დაწერილ ფილმებზე აეწყობა".

პოლმა ასევე აღნიშნა, რომ ფილმში ნაჩვენები იქნება მისი ცხოვრების როგორც კარგი, ასევე, ცუდი მომენტებიც, მაგალითად, ალკოჰოლთან ბრძოლის პერიოდი.

"დასამალი არაფერი მაქვს. პრესაში ისედაც იყო უკვე
ყველაფერი, როგორც ცუდი, ასევე, კარგიც".

ფილმის გამოსვლის საორიენტაციო თარიღი 2020 წლის ნოემბერია.

altგასკოინი შვილის "ქამინგ-აუთის" შემდეგ: ვამაყობ მისით!