ბელარუსი ფეხბურთელი: ვიდრე ლუკაშენკო პრეზიდენტია, ნაკრებში არ ვითამაშებ

AutoSharing Option
მოსკოვის ცსკა-ს 20 წლის თავდამსხმელი ილია შკურინი ბელარუსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მიხაილ მარხელმა ერთა ლიგის D დივიზიონის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებთან მატჩისათვის გაფართოებულ შემადგენლობაში შეიყვანა, მაგრამ ის თამაშზე უარს აცხადებს.

მან ბელარუსში მიმდინარე მოვლენების გამო განაცხადა, რომ სანამ ქვეყნის პრეზიდენტი ალეკსანდრე ლუკაშენკოა, ეროვნულ გუნდში არ იასპარეზებს.

"ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში მოხვედრის თაობაზე ისევ სოციალური ქსელიდან ვიგებ, ამიტომ ჩემს პასუხს აქ ვწერ.

ეროვნული გუნდის ღირსების დაცვაზე უარს იქამდე ვაცხადებ, ვიდრე ლუკაშენკოს რეჟიმი მოქმედებს. ჟივე ბელარუს", - წერს შკურინი "ინსტაგრამზე".

მის შესახებ ბელარუსულ გუნდებში
ნამუშევარმა მწვრთნელმა ანატოლი ბაიდაჩნიმ თქვა, რომ არც მთლად ისეთი ვარსკვლავია, ნაკრები მის გარეშე ფონს ვერ გავიდეს და ფეხბურთს ლუკაშენკოს გამო ხომ არ თამაშობსო.

მკითხველის კომენტარები / 6 /
გასული საუკუნის 60-ანი წლებია.ამერიკა ვიეტნამთან ომობს.საბჭოთა მუშათა კლასი აპროტესტებს...მიხო კაკლის ჩრდილშია წამოწოლილი,გადმობრუნდა და ჩემდა თავად,მეურნეობაში სამუშაოდ გამსვლელის დედაც,სანამ ამერიკა ვიეტნამიდან ჯარებს არ გაიყვანსო.
სოსო
01 სექტემბერი 2020 20:53
1
შენ ბიჭო, რამხელა წარმოდგენა გქონია შენს თავზე???!!! ვის ექაჩები, რომ ექაჩები?! სირო! ვინ გათამაშებს შენ ნაკრებში?! ნაკრებში კი არა ღელის პირასაც ვერ ითამაშებ ფეხბურთს
aburjga
16 აგვისტო 2020 18:40
15
რაო რუსოფილო,ასე რამ გაგამწარა?!ვერ ელევა შენი ცნობიერება დიქტატურას ხო?!ან შენ ვინ გეკითხება ვიმ სად ითამაშებს?!ისე კი,ბელარუსს ნებისმიერ ვარიანტში დავამარცხებთ,ამასთან ერთად თუ უამისოდ!!!
aburjga-ს
16 აგვისტო 2020 22:15
0
Is rac belarusshi xdeba mosalodnelic iyo da xalxis protestic samartliania tumca... chveni qveynis chrilshi rom avigot eg tema, eg lukashenko is kacia romelic verafrit daitanxma rusetma, rom afxazeti da oseti egiarebina belaruss.
Milani
16 აგვისტო 2020 07:13
1
ლუკაშენკომ--ა.ჩ.ყ-ს სმაილიკი რომელიაოო?
მახო
15 აგვისტო 2020 22:05
4
ალბათ თავი პატრიოტად მიაჩნია?ლუკაშენკოები მოდიან და მიდიან,ბელორუსი კი დარჩება.თუმცა ეგეც საკითხავია.ახლა ლუკაშენკოს კბილებით უჭირავს და თუ ეგ მოიშორეს,ორ წელიწადში,მედროვეები,დედას უტირებენ ქვეყანას.
სოსო
15 აგვისტო 2020 20:25
12

სიახლეები პოპულარული