ლონდონში საეჭვო ვითარებაში ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტი აისულთან ნაზარბაევი გარდაიცვალა

AutoSharing Option
16 აგვისტოს ლონდონში გარდაიცვალა ყაზახეთის პირველი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის შვილიშვილი აისულთან ნაზარბაევი, - იტყობინება Zakon.kz.

გამოცემის მტკიცებით, 29 წლის ნაზარბაევის სიკვდილის მიზეზი გულის გაჩერებაა.

"აისულთანმა ფეხბურთის თამაში 2006 წელს "ადმირა-ვაკერში" დიწყო, როდესაც მისი მამა ავსტრიაში ელჩად მუშაობდა. შემდეგ სამი თვე "ჩელსის" აკადემიაში ვარჯიშობდა. "პორტსმუთის" ჭაბუკთა გუნდში ინგლისის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. 2011 წელს "ასტანას" დუბლებში თამაშობდა.

2017 წლიდან ის ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი იყო".

ეს რაც შეეხება გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმციას. yenicag.ru-მ კი ამა წლის თებერვალში აისულთანის თაობაზე წერილი გამოაქვეყნა, სადაც
აღნიშნული იყო, რომ აისულთანმა დიდ ბრიტანეთში თავშესაფარი ითხოვა:

"აისულთან ნაზარბაევმა დიდ ბრიტანეთს თავშესაფარი სთხოვა.

მან "ფეისბუქზე" ოჯახში თავისი მძიმე მდგომარეობა გაახმოვანა:

"ამჯერად მათ დამიჭირეს და ძალით მიმაღებინეს ფსიქოთროპული ნივთიერებები. ციხეში დასალპობად ჩამაგდეს, ვითომ მკურნალობის კურსი უნდა გამევლო, სადაც 14 თვე დავყავი.

ჩემი უფლებები გათელილ იქნა, ხოლო ნურსულთან ნაზარბაევმა სასიკვდილოდ გამიმეტა და დედის ხელში ჩამაგდო, რომელსაც რევანში ეწადა. უკანონი პატიმრობის მეთორმეტე თვეში ორიოლში დედამ მომინახულა და მითხრა, რომ ჩემში მორჩილებას ვერ ხედავდა.

მე ციხეში დავრჩი, ის კი წავიდა, ვინაიდან იქ იქამდე უნდა ვყოფილიყავი, ვიდრე მორჩილი არ გავხდებოდი. 14 თვე სიბრაზისა და შურისძიების გრძნობით გავძელი! ალნურ მუსაევის ძალისხმევით რუსეთის სპეცსამსახურებმა ციხიდან გამომიხსნეს.

ზურგი ჩემმა სიმამრმა კაირატ ბორანბაევმაც მაქცია, რომელსაც ვეხმარებოდი! ალმა-ატიში დაბრუნების შემდეგ ჩემმა დედამ ისევ გამიფუჭა ნურსულთან ნაზარბაევთან ურთიერთობა".

2019 წელს პოლიციელზე თავდასხმისათვის აისულთანს პირობითი სასჯელი მიუსაჯეს. სასჯელი გამოსაცდელ ვადას, ნარკოდამოკიდებულებისაგან მკურნალობის გაგრძელებას, საზოგადოებრივ სამუშაოებსა და ჯარიმას ითვალისწინებდა.

აისულთანი იმაში იყო დადანაშაულებული, რომ ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მყოფმა პოლიციელს წინააღმდეგობა გაუწია და უკბინა.

აისულთანი ნურსულთან ნაზარბაევის უფროსი ქალიშვილის, დარიგა ნაზარბაევისა და აწ გარდაცვლილი რახატ ალიევის შვილია. მან სანდჰერსტში სამხედრო აკადემია დაასრულა და ყაზახეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველოში ჩაირიცხა. 2017 წელს ფეხბურთის ფედერაციაში მუშაობდა.

2018 წელს დიდ ბრიტანეთს თავშესაფარი აგრეთვე უზბეკეთის პირველი პრეზიდენტის, ისლამ კარიმოვის უფროსმა შვილიშვილმა სთხოვა".
მკითხველის კომენტარები / 4 /
ASTANA - SATANA
რეალობა
11:14 17-08-2020
2
ამ ახალგაზრდას ჰქონდა ყველანაირი მონაცემი, ბაზა, სიმდიდრე... გამხდარიყო ყაზახეთის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ადამიანი. არა, დაუმეგობრდა ნარკოტიკებს და მერე გარეკა. სამწუხაროდ ხედავთ როგორ დაამთავრა თავისი ახალგაზრდა სიცოცხლე ლონდონში, ხაზს ვუსვამ ლონდონში!!!
aburjga
08:23 17-08-2020
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული