"ინტერთან" ერთად ევროპა ლიგის ფინალში გასვლისთვის "მანჩესტერი" სანჩესს 10 მილიონს გადაუხდის

AutoSharing Option
მილანის "ინტერის" ჩილელი ფორვარდი ალექსის სანჩესი ევროპა ლიგის ფინალში გავიდა და ამ მიღწევისათვის ყოფილი კლუბი "მანჩესტერ იუნაიტედი" სამხრეთამერიკელს 10 მილიონ ევროს გადაუხდის.

6 აგვისტოს სანჩესმა "ნერაძურისთან" კონტრაქტი გააფორმა და გუნდის ფეხბურთელი გახდა. იქამდე მხოლოდ იჯარის წესით თამაშობდა. სეზონის ბოლოს "მანჩესტერმაც" ჩილელთან გაწყვიტა ხელშეკრულება და 10 მილიონი ევრო კომპენსაციის სახით გადაუხადა. არადა, დარჩენილ 2 წელში "წითლებს" ჩილელისთვის 40 მილიონი უნდა გადაეხადა.

"ეშმაკების" ხელმძღვანელობამ "ინტერს" გამოსასყიდი თანხაც კი არ მოსთხოვა. "მანკუნიანელებს" სახელფასო ბიუჯეტის გამოთავისუფლება სურთ ჯეიდონ სანჩოს შესაძენად.

ინგლისელებს ზურგიდან უდიდესი გასამრჯელოს
გადახდაც მოეხსნათ - "ინტერში" ალექსისის ხელფასის 75% (15 მილიონ ევროს) სწორედ "ოლდ ტრაფორდის" ოფისიდან იხდიდნენ. როგორც Daily Mail-ი წერს, ბრიტანელები საქმის ასე გადაწყვეტით გახარებულნი დარჩნენ.

რამდენად სასიხარულოა ეს ამბავი, ეს მეორე საკითხია. ჩილელმა "იუნაიტედის" მაისურით სულ 3 გოლი გაიტანა...

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული