რუდ გულიტი მზადაა ნიდერლანდების ნაკრები ჩაიბაროს

AutoSharing Option
ნიდერლანდების ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა და "ოქროს ბურთის" 1987 წლის მფლობელმა რუდ გულიტმა განაცხადა, რომ თუ ეროვნული გუნდის მწვრთნელობას შესთავაზებენ, დათანხმდება.

"თუ ნიდერლანდების ნაკრების სათავეში ჩადგომას შემომთავაზებენ, უარს არ ვიტყვი", - განაცხადა გულიტმა beiN Sports-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

2018 წლიდან ნაკრებს რონალდ კუმანი ედგა სათავეში, ევრო 2020-ზე გაიყვანა, ახლა კი "ბარსელონას" მწვრთნელად დანიშნეს და ეროვნულ გუნდს დროებით მისი თანაშემწე დუაიტ ლოდევეგესი ხელმძღვანელობს.

გულიტი "ფეიენოორდში", პსვ-ში, "მილანში", "სამპდორიასა" და "ჩელსიში" თამაშობდა, წვრთნიდა "ჩელსის", "ნიუკასლს", "ფეიენოორდს", "ლოს ანჟელეს გალაქსისა" და "ტერეკს". 2017 წელს ნიდერლანდების
ნაკრებში დიკ ადვოკატის ასისტენტი იყო.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული