პსჟ-ის აწ უკვე ყოფილი თავდამსხმელი ედინსონ კავანი კარიერას "ბენფიკაში" არ გააგრძელებს.
პორტუგალიური "რეკორდის" ცნობით, ვეტერანმა ურუგვაელმა ძალიან მაღალი ხელფასი მოითხოვა და მხარეები ვერ შეთანხმდნენ.
ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლისაბონურმა კლუბმა კავანის კონტრაქტი გაუფორმა და სეზონურ გასამრჯელოდ 9 მილიონი ევრო დაუნიშნა, რაც მართალი არ გამოდგა.
1-ელ ივლისს მას პსჟ-სთან კონტრაქტი დაუსრულდა და თავისუფალი აგენტი გახდა.