კიევის "დინამომ" სუპერთასზე "შახტარს" მოუგო - ხოჭოლავა სათადარიგო იყო

AutoSharing Option
კიევის "ოლიმპიისკის" სტადიონზე უკრაინის სუპერთასზე თასის მფლობელმა "დინამომ" 3:1 დაამარცხა ჩემპიონი "შახტარი" და სარეკორდო მეცხრედ მოიგო საპატიო პრიზი.

დედაქალაქურმა გუნდმა სუპერთასზე ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა. მირჩა ლუჩესკუმ "დინამოს" მწვრთნელის რანგში პირველი ტროფეი მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ "დინამომ" მეტოქის კარში სამჯერ დაარტყა და სამივე გიტანა. უკანასკნელ 9 წელიწადში "დინამომ" "შახტარს" პირველად მოუგო ერთზე მეტი გოლის სხვაობით.

"შახტარში" სათადარიგო იყო მცველი დავით ხოჭოლავა, ხოლო "დინამოში" - ნახევარმცველი გიორგი წიტაიშვილი.

შახტარი - დინამო 1:3
გოლები: 0:1 დე პენა (20), 0:2 როდრიგესი (31), 1:2 მორაესი (37),
1:3 სოლი (83)

მკითხველის კომენტარები / 2 /
აქაც ტორუპია მწვრთნელი?
რომელუ
26 აგვისტო 2020 09:12
1
ტორუპი რა შუაშია კლიმენტიჩი არ მაინტერესებს და ხოჭოს ლიგაზე მისცეს შანსი და მეტი რა ქნას იმ მწვრთნელმა? კიდე მიცემს დარწმუნებული ვარ.
jjj
26 აგვისტო 2020 13:04
0

სიახლეები პოპულარული