"მანჩესტერ სიტიში" გადასასვლელად მესიმ ფიფასგან სატრანსფერო სერტიფიკატი მოითხოვა

AutoSharing Option
Onda Cero-ს ჟურნალისტი ალფრედო მარტინესი იტყობინება, რომ თავდამსხმელი ლეო მესი "ბარსელონაში" კლუბის პრეზიდენტ ჟოზეპ ბარტომეუს გადადგომის შემთხვევაშიც კი არ დარჩება.

"ბარსას" ტექნიკური დირექტორი რამონ პლანესი კი ჯიუტად ამტკიცებს, რომ მესის წასვლას არც განიხილავენ.

მესის სამსახურით ორივე მანკუნიანური კლუბია დაინტერესებული, თავად არგენტინელს კი კარიერის "მანჩესტერ სიტიში" გაგრძელება უნდა. შეგახსენებთ, ამ გუნდის მწვრთნელი "ბარსელონას" ყოფილი თავკაცი პეპ გვარდიოლაა და მათ ერთმანეთთან ჩინებული ურთიერთობა აქვთ.

ESPN-ის ცნობით, "ქალაქელები" მესის სამწლიან კონტრაქტს შესთავაზებენ, რომელშიც შემდგომში მისი მათ პარტნიორ კლუბ "ნიუ იორკ სიტიში" გადასვლა იქნება
გათვალისწინებული. ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, მესი კლუბის პატრონების ჰოლდინგ City Football Grop-ის ელჩი გახდება. "სიტი" ფრთხილობს და უნდა ტრანსფერი ფიფას ფინანსური ფეირ-პლეის წესების დარღვევის გარეშე განახორციელოს.

ამასობაში ცნობილი ხდება, რომ ლეომ ფიფასგან თავისი საერთაშორისო სატრანსფერო სერტიფიკატი მოითხოვა, რომელიც ესპანეთის ფეხბურთის ასოციაციასა და თავისი მომავალი კლუბის ეროვნულ ფედერაციაში უნდა გაიგზავნოს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ღირს ეს კაცი იმ თანხად მარტო სარეკლამო კონტრაქწტებით ამოიღებენ ორი მაგდენს, და ახლა მესის ახალი მაისური სიტის ფორმით რამდენს გაყიდიანნ
იმერელი
15:50 27-08-2020
0
მე ვფიქრობ ინტერში წავა. ამას ისე ენატრება რონალდო რომ რავიცი.
ფანები კი ვხოცავთ ერთმანეთს ამათ გამო მაგრამ მესი მაგარ პატივს ცემს რონალდოს და უნდა რომ მასთან ერთად ითამაშოს. მოტივაციაა მისთვის ეს
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული