Sport24: "როტორი" ფლამარიონს კონტრაქტს გაუფორმებს

AutoSharing Option
რუსული გამოცემა Sport24 იტყობინება, რომ ბათუმის "დინამოს" თავდამსხმელი ჯოვინო ფლამარიონი კარიერას "როტორში" გააგრძელებს.

"Sport24-ის ინფორმაციის თანახმად, უახლოეს ხანში ბრაზილიელი შემტევი ფლამარიონი ბათუმის "დინამოდან" "როტორში" გადავა.

Transfermarkt-ის მიხედვით, მისი სატრანსფერო ღირებულება 600 ათასი ევროა. 2019 წელს ის საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. მისი სიმაღლე 171 სმ-ია.

გასულ სეზონში ფლამარიონმა საქართველოს ჩემპიონატის 30 მატჩში 17 გოლი გაიტანა, მიმდინარეში კი - 8 მატჩში 4 გოლი".

ვოლგოგრადულ გუნდში საბა კვირკველია, ზურიკო დავითაშვილი, ნიკოლაი ყიფიანი და ბექა მიქელთაძე თამაშობენ. განაცხადშია აგრეთვე ჯანო ანანიძე.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ერთი წლით რომ დარჩეს მერე უკეთეს გუნდში გადავა, როტორი რაღაც ერთწლიანი გუნდი მგონია ანჟისავით
გიორგი
02 სექტემბერი 2020 14:47
0
ბათუმის ისრაელში თამაშზე დავდე კომენტარი: თუ შემადგენლობას შეინარჩუნებენ (უცხოელებს და ჯიღაურს), ჩემპიონებიც გახდებიან და გაისადაც ძალიან კარგად გამოვლენ ევროპაში თქო; გეგუჩაძეს წარმატებები ვუსურვე...
აქაც იგივეა - 2-3 წელი 1 შემადგენლობის შენარჩუნება შეუძლებელია. ძალიან სამწუხაროდ.
ა, ბატონო. შარშან საბურთალოს რომ გაუმართლა წილისწყრაზე ვნახეთ - შედეგი ცნობილია. წელს დინამოს უმართლებს - ალბანეთი, უელსი, ფარერები, უკეთესს რას ინატრებ?! სამწუხაროთ, შედეგი იქნება ვითომ?
არ არსებობს 6-12 თვეში შემდგარი გუნდი!!! არა!!! გერმანელები სანამ ბოლოს ჩემპიონები გახდებოდნენ, 6 წლიანი გეგმა შეადგინეს! 6 წლიანი! ჩვენ კი გვინდა 6 თვიანი. ძალიან მტკივა გული და სული ქართული საკლუბო ფეხბურთის გამო.
alexandre (თბილისი დინამოს გულშემატკივარი)
02 სექტემბერი 2020 11:08
0
ბათუმი ლამაზი ქალაქია და რაც მთავარია მთლიანად ქალაქში ოჯახური გარემოა მითუმეტეს ფეხბურთელები გრძნობენ ამ ყველაფერს და აქ საცხოვრებლად/სათამაშოდ ბევრი კარგი ლეგიონერის ჩამოყვანა შეიძლება.
აბგდ
02 სექტემბერი 2020 10:03
2
ნუუ ბათუმის ხელმძღვანელობასა აწყობს ალბათ გაყიდვა და ფეხბურთელსაც რა თქმა უნდა უნდა ძლიერ ჩემპიონატში წასვლა.იმედია კარგად იხეირებენ და ნორმალურ ფასად გაასაღებენ,რომ მერე უფრო კარგი ფეხბრუთელები მოიყვანონ.წესით უდნა მოიყვანონ რამოდენიმე ფეხბურთელი ეს გუნდს სჭირდება!მეტი ხარისხიანი ლეგიონერი და ფლამარიონი ნათელი მაგალითია თუ მინიმუმ რა დონის უნდა იყოს ლეგიონერი!!!!!ერთხელ თუ შეაღწიეს ჯგუფში მერე უკვე არ გაუჭირდებათ გამეორებაც და კარგი ტრანსფერებიც და უფრო სარფიანი გარიგებებიც.
აბგდ
02 სექტემბერი 2020 10:00
0
Rotori ARA motori kide
nika
02 სექტემბერი 2020 05:57
4
ერთი სეზონიც დარჩენილიყო, "ბათუმი" აუცილებლად იბრძოლებდა ჩემპიონობისათვის. კარგ სტადიონს მოუხდება კარგი გუნდი. მთელი საქართველო უგულშემატკივრებს. აუცილებლად უნდა დაიმატონ ვინმე სერიოზული, ახალგაზრდა ბრაზილიელი,დღეს სრულიად უცნობი და ყიდონ მერე. ეგრეა აიაქსიც, ზალცბურგიც, ზაგრების დინამოც და ბევრი ჰოლანდიური და ბელგიური კლუბი. თავსაც ინახავენ და მოგებაც საკმაოდ აქვთ.
emigranti
02 სექტემბერი 2020 02:05
1
ამ როტორმა გაჭედა ქართველებზე და ქართულ კლუბებზე?
grisha
02 სექტემბერი 2020 01:18
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული