ვინ არის მსოფლიოს 5 საუკეთესო ცენტრალური მცველი?!

AutoSharing Option
ფეხბურთის თანამედროვე ერაში დომინანტი ცენტრალური მცველების ნაკლებობა აშკარაა. ჩვენ ვსაუბრობთ ლიდერებზე, რომლებიც შეძლებდნენ გუნდისთვის თამაშის ბედის გადაწყვეტას, შეხვედრის წარმართვას, მტკიცე ხასიათისა და შემართების გამოვლენას.

საფეხბურთო სამყარო ბევრი უმაღლესი კლასის მქონე ცეტრალური მცველით ვერ დაიკვეხნის. გთავაზობთ მსოფლიოში 5 საუკეთესო ცენტრალურ მცველს, რომლებიც უდიდეს როლს თამაშობენ საკუთარი გუნდების წარმატებაში.

კალიდუ კულიბალი

ყველა გულშემატკივარს სურს მის საყვარელ გუნდში ისეთი ფეხბურთელი იყოს, როგორიც "ნაპოლის" 29 წლის ცენტრალური მცველი კალიდუ კულიბალია. ამ სიაში კალიდუს ბოლო ადგილზე ყოფნაც ბევრისთვის გასაკვირი იქნება, მაგრამ ზოგ კომპონენტში მას სხვა
მცველები აშკარად ჯაბნიან.

ექსპერტების აზრით, სენეგალელი მცველის ჩამოშორება ისეთივე "მარტივია", როგორც მაგისტრის ხარისხის დაცვა კვანტურ ფიზიკაში. ეს შეფასება ყველაფერს ამბობს ნეაპოლელთა მცველზე, რომელსაც მსურველთა რიგი უდგას, თუმცა ჯერ იტალია არ დაუტოვებია და მეტოქეთა დამწუხრებას სერია A-ში აგრძელებს.

მატიას დე ლიხტი

21 წლის ნიდერლანდელისთვის მსოფლიოს საუკეთესო მცველის ტიტულის მიღება დროის საკითხია. მისი კარიერა შთამბეჭდავი გახლავთ: 19 წლის ასაკში უკვე ამსტერდამულ გრანდს კაპიტნობდა და "აიაქსთან" ერთად ჰოლანდიის ჩემპიონატისა და თასის მოგება შეძლო.

დე ლიხტის კაპიტნობითა და საოცარი ფეხბურთის წყალობით ამსტერდამელები ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშიც გავიდნენ, მაგრამ ლონდონურ "ტოტენჰემთან" ძალზე დასანანი მარცხი იწვნიეს. მატიასმა იტალიის სერია A "იუვენტუსთან" ერთად მისთვის სადებიუტო სეზონში მოიგო.

საფეხბურთო სამყარო თანხმდება,რომ დე ლიხტს ყველაფერი წინ აქვს, მიუხედავად იმისა, რომ 21 წლის ასაკში უკვე დიდ წარმატებას მიაღწია.

რაფაელ ვარანი

ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში "მანჩესტერ სიტისთან" მატჩის ბედის გადამწყვეტი დაშვებული შეცდომების მიუხედავად, ფრანგი ცენტრალური მცველი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა და ამაზე ფეხბურთის ყველა მოყვარული თუ ექსპერტი თანხმდება.

27 წლის ასაკში რაფაელ ვარანს მოგებული აქვს ყველაფერი, რაც შეიძლება საკლუბო დონეზე მოიგო. რაც მთავარია, მან საფრანგეთის ნაკრებთან მსოფლიო ჩემპიონობა იზეიმა. ვარანი ბოლო 7 წლის მანძილზე უცვლელად დგას "რეალის" დაცვაში და როცა ტრავმა არ აწუხებს, მუდმივად ძირითად შემადგენლობაში გახლავთ.

სერხიო რამოსი

სიაში მყოფი სხვა მცველებისგან განსხვავებით, "სამეფო კლუბის" კაპიტანს წარდგენა ნამდვილად არ სჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ უკვე ესპანური ფეხბურთის ისტორიის განუყოფელ ნაწილად იქცა, სერხიო კვლავ უმაღლეს დონეზე თამაშობს.

ესპანური ფეხბურთის ისტორიის საუკეთესო ნაწილის შექმნაში კი რამოსმა უდიდესი წვლილი შეიტანა: ორჯერ მოგებული ევროპის ჩემპიონატი და რა თქმა უნდა, ესპანელთათვის სანუკვარი მსოფლიო ჩემპიონობა 2010 წელს.

მისი სტატისტიკა პოზიციიდან გამომდინარე ნამდვილად შთამბეჭდავია. რამოსს კარიერაში 690 მატჩი აქვს ჩატარებული და 91 გოლი გაიტანა.

ბევრი იწერებოდა მისი ჩინეთში გადასვლაზე, მაგრამ რამოსი "რეალში" დარჩა და "ბლანკოსთან" ერთად ლა ლიგის ჩემპიონობაც იზეიმა.


ვირჯილ ვან დეიკი

ნიდერლანდელის ტრანსფერს თავიდან ბევრი უარყოფითად აფასებდა, რადგან "ლივერპულმა" იმ დროისთვის მცველისთვის რეკორდული, 75 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადა. მაგრამ დრომ აჩვენა, რომ ეს ტრანსფერი კლუბის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო გახლდათ.

ვირჯილმა მერსისაიდელების ბოლო წლების ტრიუმფში უდიდესი როლი ითამაშა. ლივერპულელებმა ბოლოს და ბოლოს მოიგეს ნანატრი პრემიერლიგა, რომელსაც 30 წელი ელოდნენ.

აღსანიშნავია ვირჯილის წვლილი ჩემპიონთა ლიგის მოგებაში. მასთან ერთად "ლივერპულმა" ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი ისტორიაში მე-6-ედ მოიგო.

sportall.ge-სთვის მოამზადა ირაკლი ბლიაძემ

მომზადებულია 90min.com-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 17 /
სტატიაში მოქმედ მცველებზეა საუბარი და ეტყობა პიკეს სახელი არც გაუგია ავტორს, სამაგიეროდ დე-ლიხტი ყოფილა ავანსად საუკეთესო... მკითხველები პებსიონერებს გადაწვდნენ, ხურცილავა-ჩივაძეო - ისე დიდებული ნათქვამია "ფერი ფერსა მადლი ღმერთსაო" - რაც სტატია ის კომენტარები...
გოგა
07 სექტემბერი 2020 13:09
0
Rato chxubobt armesmis, pirvel adgilze vinc gava rames kisrulobs tu? Qartvel mcvelebs did pativs vcem magram tempi mashin sxva iyo. Dgeistvis fexburtshi egret codebuli jila fexburtelebi ar arian, damtavrda eg dro. Milans vbaleshikob, maldini nesta eseni udidesi mcvelebi iyvnnen magram ramoss sxva qarizma aqvs miuxedavad imisa rom ar momconda arasdros. Es kaci, evropis orgzis, msoflios da ligis 4 gzis gamarjvebulia. Da es yvelaferi gundis lideris rangshi.
Milani
05 სექტემბერი 2020 09:35
1
რა კულიბალი, რის კულიბალი? არ ვარ ნაპოლის ქომაგი, ამიტომ მხოლოდ 3 თამაში მაქვს ნანახი კულის მონაწილეობით და სამივე თამაშში ყველაზე უარესი იყო ორივე გუნდიდან.
ნახეთ თუნდაც ბარსასთან წელს თამაში, ყველა გოლი მაგის "დამსახურებით" გავიდა.
მაგარი დონდლო და უტვინო "ფეხბურთელია"
kaxa
05 სექტემბერი 2020 00:02
1
თქვენი არ ვიცი რა ჯიშისა ხართ , მე კი ქართველმა , სუპერმსოფლიო
დონის რამდენიმე სტოპერიდან , შევარჩიე ჩემი სამეული :
გივი ჩოხელი
მურთაზ ხურცილავა
ალექსანდრე ჩივაძე
oo7
04 სექტემბერი 2020 19:41
10
რა ჯიშის არიან და კოკერსპანიელის, რა შუაშია ჩივაძე და სხვა წინა საუკუნის ფეხბურთელები? მოქმედ ფეხბურთელებზეა სტატია, მაგათზე კიდე ბევრი დაიწერა უკვე და კიდევ ბევრი დაიწერება, მაგრამ აქ რა შუაშია
kaxa
05 სექტემბერი 2020 00:06
0
ჩივაძე ხუთივეს ჯობია!!!
tngh
04 სექტემბერი 2020 18:36
6
1. ალექსანდრე ჩივაძე
2. მურთაზ ხურცილავა
3. ჯაჩინტო ფაკეტი
4. სერხიო რამოსი
5. ალბერტ შესტერნიოვი!
aburjga
04 სექტემბერი 2020 18:22
11
ვერც ერთი მათგანი, ვერც ჩივაძესთან, და ვერც ხურცილავასთან... ახლოსაც ვერ მოვა!!!
tngh
04 სექტემბერი 2020 18:07
9
სერხიო რამოსი არის ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ცენტრალური მცველი და ამას ნებისმიერ ადმიანს დასაბუთებულად ავუხსნი თუ რატომ და რის გამო.
2 წლის გამოჩეკილ ვან დაიკთან შესადარებლად სიტყვებსაც არ დავხარჯავ, მაგრამ ჯანსაღი განხილვა კიდე შეიძლება რომ რატომ ჯობს მალდინისაც, ნესტასაც, კანავაროსაც, კუმანსაც, იეროსაც, პუიოლსაც და ბარეზისაც.
ერთადერთი ვინც შეიძლება რეალურად შეადარო და იკამათო არის მალდინი. მათი კარიერაც ძალიან გავს ერთმანეთს. ორივემ ფლანგის მცველად დაიწყო. ორივემ ფლანგის მცველად დაიწყო, ორივემ ცენტრში გადაიწია, ორივემ უამრავი ტიტული მოიგო და ორივე გუნდის კაპიტანი და სიმბოლო იყო. მაგრამ ფაქტია რომ: მალდინის არ იყო რამოსის მსგავსი ლიდერი და არ ქონდა იმდენად მნიშვნელოვანი როლი რამხელაც რამოსს აქვს. რამოსს 2 ევროპის ჩემპიონატი აქვს ყველაფერთან ერთად მოგებული. მალდინის არცერთი. რამოსი ყველა გადამწყვეტ მატჩში გუნდის ლიდერი იყო და გოლები გაქონდა. მალდინის ერთი მახსოვს მხოლოდ ეგეთი... რაც შეეხება ცენტრში გადაწევამდე ფლანგზე თამაშს... მგონი შედარებაც უადგილო იქნება. ხშირად ამბობენ ხოლმე რომ რამოსი ცენტრში თამაშობს და რეალი ბევრ გოლს უშვებს და ეს მისი ბრალია. თუ ფეხბურთი სიღრმისეულად გესმის ადამიანს კარგად დაინახავ რომ რეალი მუდამ გახსნილ ფეხბურთს თამაშობს და კლუბის 120 წლიანი არსებობის მანძილზე ასე იყო და შედეგად ბევრ გოლს უშვებს. იტალიურ ფეხბურთს კი ე.წ. "კატენაჩოს" ზეიმი სწორედ მალდინის დროს ქონდა, მთელი გუნდი რომ დაცვაში იდგა და რასაკვირველია რომ ნაკლებ გოლს უშვებდა. (თუმცა ესპანეთის ნაკრები კიდე უფრო ნაკლებს უშვებდა 2008-დან 2012-მდე). ეგრე ატლეტიკოც ყველაზე ცოტა გოლს უშვებს მაგრამ მეეჭვება ეგ მხოლოდ ჟოაო მირანდასა და გოდინის კლასის ხარჯზე იყოს და არა ტაქტიკის.
superman
04 სექტემბერი 2020 17:17
17
თქვენ მეგობარო ბეკენბაუერი თუ გსმენიათ?
გოგა
07 სექტემბერი 2020 13:14
2
რა უნდა გელაპარაკოთ ამის მერე :) ახლოსაც ვერცერთი ვერ მივა რამოსამდე ვინც ჩამოთვალე, ახლოსაც! ნებისმიერი მცველი ოდესღაც უთრევიათ, თქვენი ნაქები კუმანით დაწყებული კანავაროთი დამთავრებული. ისე უთრევიათ როგორც დაგიბარებიათ. საერთოდ ბუნებაში მცველი არ არსებობს რომელიც არ უთრევიათ ერთი ორჯერ მაინც. ბინძური ადამიანი კი არა მაგად გუნდისთვის თავგადადებული ქვია ცნობისთვის. ბინძური ადამიან ამდენ ქველმოქმედებას არ ეწევა ცნობისთვის :) ერთადერთი ვიზეც საერთოდ განხილვა ღირს მალდინია. და მაგ მალდინისაც ობიექტურად რომ დაფუქრდე ჯობია. დანარჩენი 2-3 თავით დაბლა დგანან რამოსზე. ამას მხოლოდ რეალის წარმატებაზე დაბოღმილი ადამიანები არ აღიარებენ
Superman
05 სექტემბერი 2020 02:39
2
ყველა გამოხმაურება
დე ლიხტი მგონი გაზვიადებულია,თურქმა დემირელიმაც კი ამოაგდო იუვეს ძირითადიდან წელს.ჩემი აზრით ამას დე ვრეიც სჯობია და მოხუცი ბონუჩიც და ჰუმელსიც
master
04 სექტემბერი 2020 17:07
4
გეთანხმები,ჩემი აზრითაც გაპიარებული ფეხბურთელი უფროა დე ლიხტი.ჯერ კიდევ აიაქსში თამაშის დროს არ იყო რაიმეთი გამორჩეული და სუპერ სტაბილური დაცვის ცენტრში.იუვენტუსშიც უფრო მეტი ცუდი და ჩაგდებული თამაში ჩაატარა,ვიდრე კარგი და სტაბილური... მანგალას, ოტამენდის და ჯოუნს ჰგავს ჰოლანდიელიც. ისინიც ასევე პერსპექტიულ და კარგ ცენტრ მცველებად ითვლებოდნენ,მაგრამ პირველმა ორმა სიტში,ხოლო ბოლომ იუნაიტედში ვერ გამოავლინა პოტენციალი და საშუალო დონი მცველად იქცა სამივე....ჯერ-ჯერობით დე ლიხტიც ვერ ახერხებს რაიმეს დემოსტრაციას,კიელინის ტრამვის დროსაც დემირელიმ ამოაგდო ძირითადიდად...
გიორგი
04 სექტემბერი 2020 18:05
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული