ანდრეი შევჩენკო: უკრაინისა და ესპანეთის ნაკრებების დონე განსხვავებულია

AutoSharing Option
ერთა ლიგის მეორე ტურში ესპანეთთან 0:4 დამარცხების შემდეგ კომენტარი უკრაინის ნაკრების მწვრთნელმა ანდრეი შევჩენკომ გააკეთა:

"ეს მაღალ დონეზე ჩვენი მხოლოდ მეორე თამაში იყო. ჩვენთვის ძალიან მძიმე გახლდათ. ჩვენი ფეხბურთელები ბოლომდე დაიხარჯნენ და მათ მიმართ პრეტენზიები არა მაქვს. სამწუხაროდ, უკრაინის ჩემპიონატზე ასეთი ინტენსიური მატჩები არ არის.

ესპანეთი სუპერგუნდია. შვეიცარიასთან შეხვედრას დიდი ენერგია შევალიეთ და ფიზიკურად დღევანდელი მატჩისთვის მომზადება ძნელი იყო. უნდა გესმოდეს, რამდენად ძლიერია ჩვენი დღევანდელი მოწინააღმდეგე. ჩვენი და ესპანეთის დონე განსხვავებულია.

ამ თამაშმა ბევრი სასარგებლო ინფორმაცია მოგვცა. ფეხბურთელებისადმი ჩვენი მოთხოვნები
მაღალია და ასეთ გუნდებთან უნდა ვიბრძოლოთ. ყველაფრის გასაანალიზებლად ერთი თვე გვაქვს", - ციტირებს შევჩენკოს უეფას საიტი.

ასევე დაგაინტერესებთ