სომეხი ფორვარდი: საქართველოსთან მატჩი ჩემთვის განსაკუთრებულია - კარაპეტიანმა ბავშვობა გაიხსენა

AutoSharing Option
NEWS.am Sport-თან საუბრისას სომხეთის ნაკრებისა და "ტამბოვის" ფორვარდმა ალეკსანდრ კარაპეტიანმა საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ გასამართი შეხვედრის შესახებ გააკეთა კომენტარი. 

"საქართველოს ეროვნული გუნდის წინააღმდეგ თამაში ჩემთვის განსაკუთრებული იქნება, რადგან თბილისში 11 წელი ვცხოვრობდი. 

ბავშვობაში, როცა თბილისის "დინამოს" სტადიონს ჩავუვლიდი, ვუყურებდი და ვფიქრობდი, ერთ დღესაც ამ არენაზე თამაში საოცარი იქნებოდა. 

ძალიან ბედნიერი ვარ, საქართველოსთან რომ გვიწევს თამაში. ჩემთვის ეს ბრწყინვალე შესაძლებლობაა, დავუბრუნდე იმ ადგილს, სადაც დიდი ხნის განმავლობაში ვცხოვრობდი. ეს ზედმეტად ამაღელვებელი იქნება", - აღნიშნა ალეკსანდრმა. 

ალეკსანდრ კარაპეტიანი 1987 წელს თბილისში დაიბადა და
11 წლამდე ჩვენს დედაქალაქში ცხოვრობდა. 1998 წელს მშობლები საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდნენ და ცხადია, ალეკსანდრიც მათთან ერთად წავიდა. ფეხბურთელი არც ისე კარგად საუბრობს სომხურად, თუმცა კარგად ფლობს გერმანულსა და ინგლისურ ენებს.

კარიერა კი კარაპეტიანმა გერმანიაში დაიწყო. შემდეგ იყო ლუქსემბურგის ჩემპიონატი და 2019 წელს რუსეთის პრემიერლიგაში მოხვდა. ჯერ იყო "სოჭი", ახლა კი "ტამბოვის" ფეხბურთელია და პრემიერლიგის საწყის 6 ტურში 2 გოლის გატანა მოახერხა. სწორედ ალეკსანდრმა გაუტანა პირველი გოლი ესტონეთის ნაკრებს. 

altსაქართველოს ნაკრებთან შეხვედრამდე სომხეთმა ესტონეთს 2:0 მოუგო

მკითხველის კომენტარები / 20 /
ჩამოვიდა ეს ბიჭი თბილისში?
იმედია კეთილად დახვდებიან
თ.ბ.
12:52 15-11-2020
0
თბილისში დაიბადა ,11 წლამდე ცხოვრობდა ,მერე გერმანიაში გადაბარგდნენ,იქიდან ლუქსემბურგის,რუსეთის ლიგა და რა შასუაშია სომხეთის ნაკრები ? იქ საიდან მოხდა?
ემზარ დუისბურგი
01:27 22-09-2020
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული