იაპონელმა მსოფლიო ჩემპიონმა ქვეყნის საფეხბურთო ისტორია შეცვალა

AutoSharing Option
ESPN-ის ინფორმაციით, იაპონიის ქალ ფეხბურთელთა ნაკრების წევრი, მსოფლიოს ჩემპიონი იუკი ნაგასატო კარიერას კაცების გუნდში განაგრძობს.

33 წლის ფეხბურთელი ბოლო 3 წლის განმავლობაში აშშ-ში, "ჩიკაგო რედ სტარსში" თამაშობდა და ახლა სამშობლოში კაცების გუნდ "ჰაიაბუსა ილევენის" რიგებში იჯარის წესით განაგრძობს კარიერას.

ნაგასატოს კარიერის დიდი ნაწილი გერმანიაში აქვს გატარებული. 2011 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა, 2015 წელს კი ვერცხლის მედლები მოიგო. იუკი იაპონიის ისტორიაში პირველი ქალი ფეხბურთელია, რომელიც კაცების გუნდში ითამაშებს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ფეხბურთს იმ მდგომარეობამდე მიიყვანთ რომ ცოტა ხანში ალბათ გაწვრთნილი ოთხფეხა ცხოველებიც ითამაშებენ გუნდებში...ვაი თქვენს პატრონს!!! ვინც ამას ყოველივეს ხელს უწყობთ და მწვანე შუქს უნთებთ!!! ფეხბურთის პირველი მტრები ზუსტად თქვენ ხართ!!!მხოლოდ ფინანსური გათვლები გამოძრავებთ!!!
Simartle
13:09 12-09-2020
0
კაი თუ ძმა ხართ რა? ამას რა ეტყობა ქალობის?!
vaska
20:14 11-09-2020
8

სიახლეები პოპულარული