ფეხბურთის დანიელმა ლეგენდამ სისხლის კიბო დაამარცხა

AutoSharing Option
დანიის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა ბრაიან ლაუდრუპმა "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ სისხლის კიბოსაგან საბოლოოდ განიკურნა.

"დღეს, 10-წლიანი მკურნალობისა და დაკვირვების შემდეგ, ლიმფომისაგან საბოლოოდ განვიკურნე. დიდი მადლობა ბრწყინვალე ექიმებს." - დაწერა ბრაიანმა.

ბრაიან ლაუდრუპმა თავის უფროს ძმა მიკაელის გარეშე 1992 წელს ევროპის ჩემპიონატი მოიგო. საკლუბო კარიერის მანძილზე კი ბრაიანი მიუნხენის "ბაიერნში", "ფიორენტინაში", "მილანში", "ჩელსიში", "რეინჯერსში", "აიაქსსა" და "კოპენჰაგენის" რიგებში თამაშობდა.


მკითხველის კომენტარები / 7 /
ძმაზე არანაკლებ მაგარი ფეხბურთელი, უმთავრესად ალბათ მაინც მისი დამსახურებაა დანიის ნაკრების 1992 წლის ევრო ჩემპიონობა.
!!!
16 სექტემბერი 2020 09:44
0
ღმერთმა გაუმარჯოს.ძალიან დახვეწილი და ინტელექტუალური თამაშით გამოირჩოდნემ.
თემო
15 სექტემბერი 2020 18:58
0
კი ეპოქა იყო ძმები ლაუდრუპების )
goga
16 სექტემბერი 2020 00:26
0
100% გეთანხმები სასწაული ფეხბურთელი იყო
ვახო
15 სექტემბერი 2020 19:41
0
უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ევრო 92 ზე არ ყოფილა მწვრთნელთან კონფლიქტის გამო, თორემ მერე დაბრუნდა და 98 ის მსოფლიოზეც კი ითამაშა, თანაც დიდებულად
ვანო
15 სექტემბერი 2020 16:51
0
მიქაელი არ ყოფილა საჩემპიონო გუნდში.
ვანო
15 სექტემბერი 2020 15:37
0
ბრაიანი გახდა ევროპის ჩემპიონი, მიკაელი აღარ თამაშობდა ნაკრებში 92-ში
Hummel
15 სექტემბერი 2020 15:15
0

სიახლეები პოპულარული