ფეხბურთის დანიელმა ლეგენდამ სისხლის კიბო დაამარცხა

AutoSharing Option
დანიის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა ბრაიან ლაუდრუპმა "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ სისხლის კიბოსაგან საბოლოოდ განიკურნა.

"დღეს, 10-წლიანი მკურნალობისა და დაკვირვების შემდეგ, ლიმფომისაგან საბოლოოდ განვიკურნე. დიდი მადლობა ბრწყინვალე ექიმებს." - დაწერა ბრაიანმა.

ბრაიან ლაუდრუპმა თავის უფროს ძმა მიკაელის გარეშე 1992 წელს ევროპის ჩემპიონატი მოიგო. საკლუბო კარიერის მანძილზე კი ბრაიანი მიუნხენის "ბაიერნში", "ფიორენტინაში", "მილანში", "ჩელსიში", "რეინჯერსში", "აიაქსსა" და "კოპენჰაგენის" რიგებში თამაშობდა.