კვარაცხელიას თანაგუნდელი ავტოავარიაში მოყვა - მან 174-ჯერ დაარღვია მოძრაობის უსაფრთხოების წესები

AutoSharing Option
"რუბინის" თავდამსხმელი ივან იგნატიევი დღეს ყაზანის ცენტრში ავტოავარიაში მოყვა, - იტყობინება "Бизнес Online".

იგნატიევის ავტომობილი საპირისპირო მიმართულებით მოძრავ მანქანას შეეჯახა, რომელსაც გოგონა მართავდა. ფეხბურთელი არ დაშავდა, გოგონამ კი ტვინის შერყევა მიიღო.

იგნატიევმა ერთ წელიწადში 174-ჯერ დაარღვია მოძრაობის უსაფრთხოების წესები და 10 გადაუხდელი ჯარიმა აქვს, თუმცა ავარია გოგონას მიზეზით მოხდა, რომელსაც 500 რუბლით დააჯარიმებენ.

21 წლის იგნატიევი "რუბინში" ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელია და მიმდინარე ჩემპიონატის 6 მატჩში 2 გოლი გაიტანა (ორივე პენალტით) და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს ბიჭი,ერთი წლის წინ,რუბინის და რუსეთის იმედად ითვლებოდა,მაგრამ ეტყობა თავში აუვარდა და შემადგენლობაში ადგილიც დაკარგა.სხვები კი,ისე ათამაშდნენ,მეეჭვება ადგილი დაიბრუნოს.
სოსო
10:37 16-09-2020
1

სიახლეები პოპულარული