"რუბინის" თავდამსხმელი ივან იგნატიევი დღეს ყაზანის ცენტრში ავტოავარიაში მოყვა, - იტყობინება "Бизнес Online".
იგნატიევის ავტომობილი საპირისპირო მიმართულებით მოძრავ მანქანას შეეჯახა, რომელსაც გოგონა მართავდა. ფეხბურთელი არ დაშავდა, გოგონამ კი ტვინის შერყევა მიიღო.
იგნატიევმა ერთ წელიწადში 174-ჯერ დაარღვია მოძრაობის უსაფრთხოების წესები და 10 გადაუხდელი ჯარიმა აქვს, თუმცა ავარია გოგონას მიზეზით მოხდა, რომელსაც 500 რუბლით დააჯარიმებენ.
21 წლის იგნატიევი "რუბინში" ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელია და მიმდინარე ჩემპიონატის 6 მატჩში 2 გოლი გაიტანა (ორივე პენალტით) და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.
21 წლის იგნატიევი "რუბინში" ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელია და მიმდინარე ჩემპიონატის 6 მატჩში 2 გოლი გაიტანა (ორივე პენალტით) და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.