მოსკოვის "დინამოს" მწვრთნელს ჯერ არ მოხსნიან

AutoSharing Option
ევროპა ლიგაზე თბილისის "ლოკომოტივთან" დამარცხების (1:2) შემდეგ მოსკოვის "დინამოს" მწვრთნელ კირილ ნოვიკოვს არ მოხსნიან, - იტყობინება "სპორტ-ექსპრესი".

გამოცემის ცნობით, ნოვიკოვს მუშაობას აცდიან, რუსეთის" ჩემპიონატზე "ახმატთან" მატჩში გუნდს ის უხელმძღვანელებს და თუ საქმეს სათანადოდ ვერ გაუძღვა, მის ნაცვლად სხვას დანიშნავენ.

კურბან ბერდიევი "დინამოს" მწვრთნელობის კანდიდატად არ განიხილება, უფრო უცხოელი სპეციალისტის მიწვევა სურთ.

ასევე დაგაინტერესებთ