განაში ავტობუსის მდინარეში გადავარდნის შედეგად 8 ფეხბურთელი გარდაიცვალა, - იტყობინება Sports World Ghana.
გამოცემის ცნობით, გუნდი რეგისტრაციის გასავლელად მიმეგზავრებოდა, გზაში მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ავტობუსი მდინარეში გადავარდა. ფეხბურთელები მდინარიდან ადგილობრივმა მოსახლეობამ ამოიყვანა.
6 ფეხბურთელი ადგილზევე გარდაიცვალა, 2 მოგვიანებით საავადმყოფოში, 4 კი მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. საავადმყოფოში გადაყვანილი 24 ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
6 ფეხბურთელი ადგილზევე გარდაიცვალა, 2 მოგვიანებით საავადმყოფოში, 4 კი მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. საავადმყოფოში გადაყვანილი 24 ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.