წყაროს ცნობით, "ბარსას" ყოფილ ფეხბურთელს სამშობლოდან წამოსვლა დაბრუნებიდან 13 თვეში სურს. ალვეში ფეხბურთთან კავშირის არმქონე ფაქტორებით არის განაწყენებული და სამშობლოში თამაშიც ამიტომ აღარ უნდა. არადა, მიმდინარე სეზონში უკვე 5 თამაშის ჩატარება მოასწრო და 1 გოლიც გაიტანა.
ფეხბურთელი "სან პაულუს" 2019 წლის ზაფხულში შეუერთდა. ბრაზილიელი მცველი კარიერის მანძილზე "ბაიას", "სევილიას", "ბარსელონას", "იუვენტუსის", პსჟ-სა და "სან პაულუს" მაისურით გამოდიოდა. ალვეშს 40
ტიტული აქვს მოგებული და მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი მოთამაშე გახლავთ.