ევროპა ლიგის მატჩის წინ "სტიაუა" მოედნის 9 ფეხბურთელითა და 3 მეკარით დარჩა

AutoSharing Option
როგორც ჟურნალისტი ემანუელ როშუ "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე წერს, ჩეხურ "სლოვანთან" გასამართი მატჩის წინ რუმინული "სტიაუა" გუნდის სრულფასოვანი შემადგენლობის გარეშე დარჩა.

ამ დროისთვის, რუმინულ გუნდში მოედნის მხოლოდ 9 მოთამაშე და 3 მეკარეა დარჩენილი, დანარჩენ ყველას კორონავირუსი დაუდასტურდა. მეორე ლიგიდან მცველი დაიბრუნეს და იმასაც კოვიდ 19 დაუდგინდა... რუმინულ კლუბში იმედოვნებენ, რომ დღეს 2 ფეხბურთელის გაფორმებას მოასწრებენ, უეფას რეგლამენტი თამაშამდე 1 დღით ადრე შემადგენლობის ცვლილების უფლებას იძლევა.

"სტიაუა" ხვალ, 24 სექტემბერს, საშინაო არენაზე ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე უმასპინძლებს "სლოვანს". შეხვედრაში გამარჯვებული კი,
ცხადია, პლეი-ოფში გავა.

მომზადებულია championat-ის მიხედვით