ფრანკ დე ბური ნიდერლანდების ნაკრების მწვრთნელად დანიშნეს

AutoSharing Option
"ინტერის", "აიაქსისა" და "კრისტალ პალასის" ყოფილმა მწვრთნელმა ფრანკ დე ბურმა ნიდერლანდების ნაკრები ჩაიბარა.

ნიდერლანდების ფეხბურთის სამეფო კავშირმა დე ბურს ორწლიანი კონტრაქტი გაუფორმა.

50 წლის დე ბური მუშაობას დაუყოვნებლივ შეუდგება და ეროვნულ გუნდს მექსიკასთან ამხანაგური მატჩისათვის, აგრეთვე, ერთა ლიგაზე ბოსნიასთან და იტალიასთან შეხვედრებისთვის მოამზადებს.

ნაკრების მწვრთნელის პოსტზე მან "ბარსელონაში" გადასული რონალდ კუმანი შეცვალა. მწვრთნელის მოვალეობას მას შემდეგ დროებით დუაიტ ლოდევეგესი ასრულებდა.

ბოლოს დე ბური აშშ-ის "ატალანტა იუნაიტედის" თავკაცი იყო.

altფრანკ დე ბური: სასაცილოა - რატომ უნდა გადაუხადონ მამაკაც და ქალ ფეხბურთელებს

ერთნაირი ხელფასი?

altდე ბური, ალტინტოპი ... - ევროთასების საუკეთესო ტყუპები

altფრანკ დე ბური ინგლისში ქალიშვილთან დარჩა

alt"კრისტალ პალასმა" ფრანკ დე ბური 4 თამაშის შემდეგ დაითხოვა

მკითხველის კომენტარები / 1 /
არც დე ბური მგონია ჰოლანდიის ნაკრრების დონის მწვრთნელი და არც კუმანი ბარსელონის...
recondite
15:06 24-09-2020
0

სიახლეები პოპულარული