"გენტი" ჩაკვეტაძის გარეშე დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის მიზერული შანსიღა დარჩა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის პირველ მატჩში გიორგი ჩაკვეტაძის "გენტი" საკუთარ მოედანზე 1:2 დამარცხდა კიევის "დინამოსთან".

ჩაკვეტაძემ წინა დღით კი ივარჯიშა, მაგრამ მწყობრში ჩადგომა ვერ მოახერხა და მწვრთნელმა დე დეკერმა ძირითადში ბეზუსი დააყენა.

წვიმიან ამინდში მე-9 წუთზე სტუმრები სუპრიაგამ დააწინაურა. 25-ე წუთზე მასპინძელთა თავდამსხმელმა იარემჩუკმა ტრავმა მიიღო და კლიაინდინსტმა შეცვალა, რომელმაც ანგარიში 41-ე წუთზე გაათანაბრა. 53-ე წუთზე ბეზუსმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და "გენტი"კაცნაკლული დარჩა. 79-ე წუთზე კი დე პენამ გამარჯვების გოლი გაიტანა.

"დინამოს" მწვრთნელმა ლუჩესკუმ გიორგი წიტაიშვილი განაცხადში არ შეიყვანა.

ამ
გუნდების განმეორებითი მატჩი 29 სექტემბერს უკრაინის დედაქალაქში გაიმართება და ცხადია, "გენტი" ძალიან მძიმე სიტუაციაშია.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ნუ ძაან ბაქი ბუქა ხალხი ვართ)), ბელგიურ ფეხბურთს განსაზღვრავს ჭანვეტაძესთან ან მის გარეშე ასპარეზობა,ხოლო რუსეთის ლიგას, ხვიჩა ან უხვიჩაობა
!))
ლაშა
24 სექტემბერი 2020 17:13
0
ებიჯო ის დაწერეთ ვარჯიში, რომ განაახლა რამე ხომ აწუხებს და თუ ვარჯიშობს სრულყოფილად, აბა გუშინდელი ბღლარძუნის მიმოხილვ ვის აინტერესებს.DD
jjj
24 სექტემბერი 2020 16:12
0
კლიმენტიჩ ტყუილად ჩაგიარა რუმინელის ქებამ.DD
fff
24 სექტემბერი 2020 13:56
0
შანსიღა კი არა, მიზერულიღა
გია
24 სექტემბერი 2020 12:05
0
გენტში მოთამაშე უკრაინელი იერემჩუკი,დასაწყისშივე შეიცვალა,ტრავმის გამო,მაგრამ გამართული ნაბიჯით დატოვა მოედანი.მერე მეორე უკრაინელმა,ბეზუსმა,5 წუთში აიკიდა ორი ყვითელი.ქართველები რომ ყოფილიყვნენ,ჩვენი ტოტალიზატორისტები,ან კვიპროსული სპორტმედია,ალბათ გაყიდვაზე აყვირდებოდნენ.ახლა ველი,ბელგიაში რაღას იტყვიან.იმედი მაქვს,ისინი მაინც მოიქცევიან ნორმალურად და კუდს არ გამოაბავენ.
სოსო
24 სექტემბერი 2020 10:42
0
ლორიას რომ მიასტერდნენ, ბეზუსით არ უნდათ დაინტერესება?შემტევი, 53 წუთზე ორჯერ რომ გაიყვითლებს და გაიგდებს თავს კაცი.

და კიდევ ბზუსი და იარემჩუკი თამაშიდან გავიდნენ, პლასტუნი კიდე ... მარტო ქართველებზე მიკროსკომი მიმართული
1
24 სექტემბერი 2020 08:27
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული