"გენტი" ჩაკვეტაძის გარეშე დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის მიზერული შანსიღა დარჩა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის პირველ მატჩში გიორგი ჩაკვეტაძის "გენტი" საკუთარ მოედანზე 1:2 დამარცხდა კიევის "დინამოსთან".

ჩაკვეტაძემ წინა დღით კი ივარჯიშა, მაგრამ მწყობრში ჩადგომა ვერ მოახერხა და მწვრთნელმა დე დეკერმა ძირითადში ბეზუსი დააყენა.

წვიმიან ამინდში მე-9 წუთზე სტუმრები სუპრიაგამ დააწინაურა. 25-ე წუთზე მასპინძელთა თავდამსხმელმა იარემჩუკმა ტრავმა მიიღო და კლიაინდინსტმა შეცვალა, რომელმაც ანგარიში 41-ე წუთზე გაათანაბრა. 53-ე წუთზე ბეზუსმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და "გენტი"კაცნაკლული დარჩა. 79-ე წუთზე კი დე პენამ გამარჯვების გოლი გაიტანა.

"დინამოს" მწვრთნელმა ლუჩესკუმ გიორგი წიტაიშვილი განაცხადში არ შეიყვანა.

ამ
გუნდების განმეორებითი მატჩი 29 სექტემბერს უკრაინის დედაქალაქში გაიმართება და ცხადია, "გენტი" ძალიან მძიმე სიტუაციაშია.

ასევე დაგაინტერესებთ