დი მარია: უკანალზე ვიხევი და ნაკრებში მაინც არ მიძახებენ

AutoSharing Option
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე არგენტინა ეკვადორსა და ბოლივიას უნდა შეხვდეს. ნაკრებში პსჟ-ის ნახევარმცველი ანხელ დი მარია არ გამოიძახეს, რაზეც მან კომენტარი გააკეთა

"ამის ახსნა არ შემიძლია. არგენტინის ნაკრები ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდია. ნაკრებში შანსის მისაღებად პსჟ-ში უკანალზე ვიხევი. კარგ ფორმაში ვარ და ვერ გავიგე, რატომ არ მიხმეს,  მაგრამ არ დავნებდები, ბრძოლას გავაგრძელებ.

ნუთუ 32 წლის კაცი ბებერი ვარ? ყოველ მატჩში ვაჩვენებ, რომ არ დავბერებულვარ და ნეიმარისა და მბაპეს დონეზე შემიძლია თამაში", - განუცხადა დი მარიამ Goal-ს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული