"სტიაუამ" 2 ფეხბურთელი გაფორმებიდან 24 საათში გაუშვა

AutoSharing Option
ბუქარესტის "სტიაუას" მფლობელმა გეორგე ბეკალიმ გუნდის ორი ფეხბურთელი მათი ტრანსფერებიდან 24 საათში მიაბრძანა უკან.

კლუბის ხელმძღვანელმა დავიდ კაიადუ და გორან კარანოვიჩი "ჰერმანშტადტში" დააბრუნა, თუმცა ფეხბურთელებმა ქვეყნის ჩემპიონის რიგებში 1 თამაშის ჩატარება მაინც მოასწრეს.

მოასწრეს კი არა, ზუსტად ამ თამაშისთვის მოუწია "სტიაუას" ამ ფეხბურთელების სანაცვლოდ 600 000 ევროს გადახდა. საქმე იმაშია, რომ გუნდში კორონავირუსი ძალიან ბევრ ფეხბურთელს დაუდასტურდა და ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის წინ რუმინელებს მოედნის მხოლოდ 9 მოთამაშე ჰყავდათ დარჩენილი.

თუმცა, ბედის ირონიაა ის, რომ კარანოვიჩმა შეხვედრის მე-10
წუთზე ტრავმა მიიღო და შესაცვლელი გახდა, "სტიაუამ" კი საკუთარ მოედანზე "სლოვანთან" მაინც წააგო და ევროთასების გათამაშებას გამოეთიშა.


მომზადებულია championat-ის მიხედვით

ტეგები: