ჯოვინო ფლამარიონი: ბათუმის "დინამოდან" "როტორში" გადასვლის გადაწყვეტილება ორიოდ საათში მივიღე

AutoSharing Option
ბათუმის „დინამოდან“ ერთწლიანი იჯარით „როტორში“ გადასულმა ბრაზილიელმა ნახევარმცველმა ჯოვინო ფლამარიონმა ვოლგოგრადული კლუბის საიტს პირველი ინტერვიუ მისცა, რომლის შემოკლებულ ვარიანტს გთავაზობთ.

- როგორ შეიტყვე „როტორის“ ინტერესის შესახებ?
- დაახლოებით ერთი თვის წინ ბათუმის „დინამოს“ სპორტულმა დირექტორმა მითხრა, რომ ჩემით „როტორია“ დაინტერესებული. იმ დროს გუნდზე ვიყავი კონცენტრირებული. ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩისთვის ვემზადებოდით. სპორტულმა დირექტორმა მითხრა, რომ „როტორში“ ტრანსფერი ჩემი კარიერის გაგრძელებისთვის კარგი ნაბიჯი იქნებოდა. ამასთან, ვიდრე გარიგება არ შედგებოდა, მთხოვა ბათუმის „დინამოში“ თამაშზე ვყოფილიყავი მობილიზებული. სწორედ ასე მოვიქეცი, თუმცა უკვე ახალ გუნდში გადასვლას
ველოდებოდი.

- ტრანსფერზე გადაწყვეტილების მიღება გაგიჭირდა?
- -არა, გადაწყვეტილება ორიოდ საათში მივიღე. რუსეთში ძლიერი ჩემპიონატია, ეს მშობლებს ავუხსენი. შემოთავაზება განვიხილეთ და გადავწყვიტეთ, რომ „როტორის“ შემოთავზებას დავთანხმებულიყავი.

- შენ ვოლგოგრადში ორიოდ დღის წინ ჩამოფრინდი. გამომგზავრება რატომ დაგიგვიანდა? ოჯახი გადმოიყვანე?
- ვიზის გაფორმებას დიდხანს ველოდი. ვიზების გაფორმებასთან დაკავშირებით ოჯახსაც პრობლემები შეექმნა და მაშინ ჩამოვლენ, როდესაც კორონავირუსის სიტუაცია ცოტა დაწყნარდება.

- ბოლოს როდის ივარჯიშე?
- ბათუმის „დინამოსთან“ ერთი კვირის წინ.

- უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში საქართველოში თამაშობდი. გასულ სეზონში საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად გაღიარეს. საქართველოს ჩემპიონატის დონეს როგორ შეაფასებდი?
- საინტერესო ლიგაა, სადაც თავის წარმოჩენა შეგიძლია. ის ფაქტი, რომ „როტორში“ ვარ, იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებსაც აკვირდებიან. საქართველოს ჩემპიონატის დონე რუსეთის პრემიერლიგასავით მაღალი არ არის, თუმცა თუ კარგად თამაშობ, ჩემპიონატს მნიშვნელობა არა აქვს, მაინც შეგამჩნევენ.

- რუსეთისა და საქართველოს ჩემპიონატების თაობაზე - თბილისის „ლოკომოტივმა“ ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მოსკოვის „დინამო“ 2:1 დაამარცხა.
- დიახ, სწორედ ასეა. ამითაა ფეხბურთი მშვენიერი. ყოველთვის ის გუნდი არ იმარჯვებს, რომელიც „ქაღალდზე“ უფრო ძლიერია. მოულოდნელობებს მუდამ აქვს ადგილი.

„როტორს“ კორონავირუსის გამო მწყობრში მხოლოდ 14 ფეხბურთელი ჰყავს, ბოლო 3 მატჩში ტექნიკური წაგება ჩაუთვალეს, „რუბინთან“ კი 27 სექტემბერს საშინაო შეხვედრის ჩატარების უფლება მისცეს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ერთი კარგი სიტყვა ვერ გაიმეტა ტიპმა, თანაც იმაზე რაზეც ეკითხებოდნენ: ან ბათუმზე, ან ლოკომოტივზე, ან ჩემპიონატზე..
Valderrama
10:25 26-09-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული