"გენტი" ვარდნას განაგრძობს

AutoSharing Option
ბელგიის ჩემპიონატის მე-7 ტურში "გენტი" საკუთარ მოედანზე 2:3 დამარცხდა "ლევენთან". ტრავმის გამო მასპინძელთა განაცხადში არ იყო ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე.

71-ე წუთამდე მასპინძლები 0:3-ს აგებდნენ და შემდეგ ორი თერთმეტმეტრიანით მოახერხეს ანგარიშის მინიმუმამდე შემცირება.

"გენტი" 6 ქულით მე-14 ადგილზეა და 4 ოქტომბერს გასვლაზე "ბეერსხოტს" დაუპირისპირდება, იქამდე კი 29 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის საპასუხო მატჩში კიევში "დინამოს" შეხვდება.

სავარაუდოდ ჩაკვეტაძე გუნდს მალე უნდა დაუბრუნდეს.

გენტი - ლევენი 2:3
გოლები: 0:1 სოვაჰი (41), 0:2 მაერტენსი (44), 0:3 სოვაჰი (48), 1:3 დორში (71, პენ), 2:3 კლაინდიენსტი
(74, პენ)

მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩაკვესს ფასს და საჭიროებას უფრო მიხვდებიან, მის გარეშე უჭირთ ნახევარზე
კარგია
16:50 27-09-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული