თბილისის "ლოკომოტივთან" ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე დამარცხების (1:2) შემდეგ მოსკოვის "დინამომ" ვერც რუსეთის პრემიერლიგაზე ივარგა და "ხიმკისთან" წაგების (0:1) მეორე დღეს 39 წლის მწვრთნელი კირილ ნოვიკოვი გადადგა.
"სპორტ-ექსპრესის" ცნობით, გუნდს დროებით სპორტული დირექტორი ჟელკო ბუვაჩი ან დუბლების მწვრთნელი ალეკსანდრ კულჩი ჩაიბარებს.
9 ტურის შემდეგ "დინამო" 14 ქულით ჩემპიონატზე მე-9 ადგილზეა.