თბილისის "ლოკომოტივის" მიერ დამარცხებული მოსკოვის "დინამოს" მწვრთნელი გადადგა

AutoSharing Option
თბილისის "ლოკომოტივთან" ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე დამარცხების (1:2) შემდეგ მოსკოვის "დინამომ" ვერც რუსეთის პრემიერლიგაზე ივარგა და "ხიმკისთან" წაგების (0:1) მეორე დღეს 39 წლის მწვრთნელი კირილ ნოვიკოვი გადადგა.

"სპორტ-ექსპრესის" ცნობით, გუნდს დროებით სპორტული დირექტორი ჟელკო ბუვაჩი ან დუბლების მწვრთნელი ალეკსანდრ კულჩი ჩაიბარებს.

9 ტურის შემდეგ "დინამო" 14 ქულით ჩემპიონატზე მე-9 ადგილზეა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული