რომელია ყველაზე ძვირადღირებული ნაკრები?

AutoSharing Option
საფეხბურთო სამყაროს ეპიცენტრში ამ ეტაპზე საერთაშორისო ფეხბურთია. ერთა ლიგის მიმდინარეობის პირობებში, გულშემატკივარი თვალს სანაკრებო მატჩებს ადევნებს.

საინტერესოა, რომ ფეხბურთელთა ჯამური სატრანსფერო ღირებულების მიხედვით, სამყაროში ყველაზე ძვირად ღირებული ნაკრები ინგლისელებს ჰყავთ. საინტერესოა, რომ ამ კომპონენტში მათი მაჩვენებელი 1.29 მილიარდს უტოლდება. 

მეორე ადგილს მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, საფრანგეთის ნაკრები იკავებს - 1.24 მილიარდი, სამეულის ბოლო პოზიციაზე კი გერმანელები არიან - 926.5 მილიონი.

შეგახსენებთ, რომ ჩვენთვის ძალიან პრინციპული მეტოქე, ჩრდილოეთი მაკედონია სამყაროში 48-ე ყველაზე ძვირად ღირებული ნაკრებია. ფეხბურთელთა სატრანსფერო ღირებულება ჯამში 63.7 მილიონ ევროს
შეადგენს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული